„ჩამოვიდნენ და ჩვენს კისერზე უნდათ ცხოვრება“

IMG_3761ავტორი: ნინი ოთინაშვილი

„ჩამოვიდნენ და ჩვენს კისერზე უნდათ ცხოვრება“ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი და იყო ეს ფრაზა.  თითქოს ვინმე თავისი ნებით წამოვიდა საკუთარი სახლიდან და მოსწონს სტატუსი „დევნილი“ და მისი თანმდევი „სიკეთეები“ – არა თეფში, არა ჭიქა, არა დანა, არა სახლი და არც თანადგომა.
როდესაც შენს სამშობლოს უჭირს, ქვეყნის ერთ ნაწილში ბომბების ხმა არ წყდება, ხალხი იხოცება და ტერიტორიები იკარგება, თანაგრძნობა გვჭირდება ადამიანებს,  რომლებიც ყველაფრის თავიდან დაწყებას ვცდილობთ

რეალურად, ყველაფერი ოდნავ სხვაგვარად განვითარდა – ომი დასრულდა, სახელმწიფომ დაიწყო დაკარგული ტერიტორიებიდან „წამოსულ“ ხალხზე ზრუნვა, მოსახლეობამ კი, იმაზე ფიქრი და ლაპარაკი, რამდენად დიდ ტვირთი იყვნენ დევნილები მათთვის. პირველმა ეტაპმა მალევე გაიარა, მაშინ სახელმწიფომ დევნილებისთვის დროებითი საცხოვრებელი ადგილები გამოყო, მოამარაგეს საკვებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. ღვთისნიერი ადამიანიც ბევრი აღმოჩნდა, მახსოვს, როგორ მოდიოდნენ  ჩვენთან და მოჰქონდათ საჭირო ნივთები, რომლებიც იმ მომენტისთვის ჩვენთვის მეტად გამოსადეგი და აუცილებელი იყო. ზოგიერთი მათგანი კარდაკარ დადიოდა, აგროვებდა ტანსაცმელს, სათამაშოებს, წიგნებს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს და შემდეგ დევნილი მოსახლეობისთვის მიჰქონდა საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებსა თუ სასტუმროებში.

ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენთან და რჩებოდა იმ კედლებს შიგნით, სადაც იმ დროს ჩვენ ვცხოვრობდით, გარეთ კი სულ სხვა რეალობა გვხვდებოდა. „ჩამოვიდნენ და ჩვენს კისერზე უნდათ ცხოვრება“, „ესენი ვინ არიან, რას ჩამოეთრნენ“, „ახლა ყველაფერი უფასოდ ენდომებათ“ და ა.შ. მათ, ანუ არადევნილი მოსახლეობის ხარჯზე რომ უნდა გვეცხოვრა, ეს ფრაზა პირველად ბანკში მოვისმინე, როდესაც მოხუცი ქალები პენსიის ასაღებად რიგში იდგენენ და დროის გაყვანის მიზნით დევნილებზე, როგორც ტვირთზე, ისე საუბრობდნენ. შემდეგ იგივე გრძელდებოდა სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებშიც.

 მართალია, საზოგადოების დამოკიდებულება მეტად გასაკვირი აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ ეჩვევი და ხვდები, რომ პრობლემა მათშია. ადამიანი ხომ ბუნებით ეგოისტია და იქამდე, ვიდრე პრობლემა უშუალოდ მას არ შეეხება, ვერ აღიქვამს ან არ უნდა, გაიაზროს, რომ ქვეყნის  პრობლემა მისი სადარდებელიც არის, რომ „ძალა ერთობაშია“.  მაშინ ის მწყინდა, რომ იმ მოწყვლად ჯგუფს, რომლის წევრი მეც ვიყავი, აუგად მოიხსენიებდნენ, მაგრამ ახლა ის მწყინს, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების სახე, რომ ჩვენს ერს კიდევ ბევრი ნაბიჯი აკლია გაზრდამდე.

ადამიანების მზერაც კი ცივი აღმოჩნდა, როდესაც ჩვენს ისტორიას ისმენდნენ, არც ბავშვები იჩენდნენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, არ ვიცი მშობლების გადაწყვეტილება იყო ეს თუ მათი სურვილი, მაგრამ ბევრი მათგანი ჩვენთან ურთიერთობას გაურბოდა, მაშინ უბრალოდ მეგონა, რომ ეს ომის ზეგავლენა იყო ადამიანებზე და დიდ ყურადღებასაც არ ვაქცევდი, მაგრამ დღეს იმასაც ვერ ვხვდები, რამ გამოიწვია მოსახლეობაში ეს დამოკიდებულება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ უბრალოდ ვიყავით ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი ტერიტორიები და ახლა ცდილობდნენ ფეხზე მყარად დადგომას და ცხოვრების გაგრძელებას.

საზოგადოების ნაწილმა უკეთ გაიაზრა რა რთულია, როდესაც ოკუპანტი რუსეთი ცდილობს საკუთარი სახლიდან გამოგაძევოს და შენს საკუთარ ქვეყანაშივე გაქციოს დევნილად, ნაწილისთვის კი  ჩვეულებრივი მოვლენა აღმოჩნდა. ეს ალბათ იმიტომ, რომ არცერთხელ არ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი, ოჯახები ან ახლობლები ჩვენს ადგილას, ჩვენს მდგომარეობაში.
საბედნიეროდ ამ ეტაპმაც გაიარა, უკვე რეალობას შეგუებულები მივხვდით ერთ რამეს, რომ არავის არ უნდა ელოდო იმის იმედით, რომ მოვა და დახმარების ხელს გამოგიწვდის, ეს ლოდინი შეიძლება ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს, ამიტომ მოვიკრიბეთ ძალები და გავაგრძელეთ ბრძოლა სიცოცხლისთვის იმ ადამიანებთან ერთად,  რომლებმაც ჩვენს უარყოფას ჩვენთან ერთად ყოფნა ამჯობინეს.

ზოგჯერ ჩენი ცხოვრების რაღაც ეტაპებზე გვიწევს თვალი გავუსწოროთ მწარე რეალობას, გადავლახოთ დაბრკოლებები, ვისწავლოთ ფეხზე მყარად დგომა და ყველაფრის ახალი ეტაპიდან დაწყება, მაგრამ ამ ყველაფერში ერთმანეთის თანადგომა და დახმარება გვჭირდება. გვჭირდება გავიზიაროთ ერთმანეთის ტკივილი და ერთადვე ვებრძოლოთ უსამართლობას, სწორედ ამ ყველაფრის მიღწევის შემდეგ ერქმევა ქართველ ერს ერთიანი ერი, რადგან ჩვენ პირველ რიგში ერთმანეთის თანადგომა გვჭირდება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s