ლიბერალიზმი, როგორც მეტაიდეოლოგია

16ავტორი: შოთა ქობალია

ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებით ტრადიციულად მოაზროვნე ნაწილი ზიზღნარევი შიშით  აღივსება თუ მათ „ლიბერალიზმს“ უხსენებთ ან უარესი –  მის მხარდამჭერად მოევლინებით. მათთვის ლიბერალიზმი ასოცირდება ეროვნული თვითშეგნების, პატრიოტიზმის, ქართული მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის წინააღმდეგ მიმართულ მზაკვრულ შეთქმულებად. რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი დამოკიდებულება? იქნებ, სინამდვილეში, სულაც არ იკვეთება მსგავსი კონტრასტი და „პრობლემას“ მხოლოდ ზედაპირული აზროვნების შედეგად მიღებული ცნებათა აღრევა ქმნის?

ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანები მოელიან, რომ ლიბერალები მათ საკუთარი შეხედულებების გამო მოიხსენიებენ „ჰომოფობებად“  „ქსენოფობებად“  “ ფანატიკოსებად“ „რასისტებად“ შედეგად კი, თავადაც იმარაგებენ პრაგმატული სულისკვეთებისგან დაცლილ, უმიზნო ეპითეტებს და ხდება ისე, რომ ამ დაპირისპირებისას წარმოებულ იდეათა ბაზარს,   საფუძვლად პრიმიტიული  ემოციური ურთიერთქმედება ედო და არა  რაციონალური აზრის შემადგენელი ელემენტები.

ლიბერალიზმის ამოსავალი წერტილი ინდივიდი და მორალური დამოუკიდებლობის იდეალია. თავის მხრივ ის ფაქტი, რომ ლიბერალური პერსპექტივიდან   საზოგადოება შესაძლოა შედგებოდეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობითი სისტემის მქონე ინდივიდებისგან, რომლებსაც გააჩნიათ ავტონომიური ინტერესები მოწმობს იმას, რომ ლიბერალიზმი მეტაიდეოლოგიაა- ის სასათბურე პირობებს ქმნის ყველა სხვა იდეოლოგიის არსებობისთვის ( და არა აუცილებლად განხორციელებისთვის)  თუ როგორ მოხდება ხსენებული ინტერესების დაბალანსება ან იდეოლოგიების განხორციელება, დამოკიდებულია ამა თუ იმ სახელმწიფოში არსებულ სოციო-პოლიტიკურ კონტექსტზე, თუმცა, მეტაიდეოლოგიის ხარისხში აყვანილი ლიბერალიზმი  თანაბრად იტევს, ეთნოცენტრულ თუ კოსმოპლიტურ, იდეალისტურ თუ მატერიალისტურ  და სხვა დაპირისპირებულ მსოფლმხედველობით სისტემებს. ამრიგად, ლიბერალიზმი აპრიორი დაცლილია ნებისმიერი მორალურ-ეთიკური მახასიათებლისგან. ის მიემართება ინდივიდებს, რომლებიც  კონკრეტული იდეის ქვეშ შესაძლოა ჩამოყალიბდნენ კოლექტივებად, შექმნან ასოციაციები და ა.შ.

ერთი სიტყვით, იქმნება პლატფორმა, რომელიც  საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ ჩვენი აზრი, შევიდეთ დისკუსიაში, წარმოვაჩინოთ ჩვენი შეხედულებების უპირატესობა. მსგავს ინტერაქციას შეუძლია საზოგადოების წევრებს შორის არსებული  ხისტი ინტერესთა კონფლიქტი იდეურ განზომილებაში გადაიყვანოს და ყველასთვის საზიანო შედეგების თავიდან ასაცილებლად იქ  „ჩაკეტოს“ კიდეც. ფართო კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ მოდერნული საზოგადოების მთავარი მონაპოვარია  ადამიანის ეთიკური ღირებულებების სოციალური სტატუსისგან გამიჯვნის შესაძლებლობა.

 ამრიგად, როდესაც მხოლოდ  პირადი მორალურ-ეთიკური  შეხედულებების გამო სიძულვილით მოგიხსენიებენ „ ჰომოფობად“ „ ქსენოფობად“ „ ფანატიკოსად“  „ ბნელად“  ან უარესი, სამსახურიდან გაგიშვებენ პირობითად იმის გამო, რომ არ აღიარებთ „ჰოლოკოსტს“ ან არ მოგცემენ საშუალებას საჯაროდ, აკადემიურ წრესა თუ მედია სივრცეში გამოხატოთ თქვენი შეხედულებები, დარწმუნებული იყავით, რომ საქმე გაქვთ არა ლიბერალურ, არამედ ტოტალიტალურ სულისკვეთებასთან, რომელსაც პრეტენზია აქვს, ჭეშმარიტების პოზიციიდან დაგიპირისპირდეთ. იმ პირობებში კი, როდესაც მთელ რიგ ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ ვფლობთ (ან შეუძლებელია რომ ვფლობდეთ) ემპირიულად დადასტურებულ ობიექტურ ცოდნას, ჭეშმარიტია მხოლოდ ის აზრი, რომელიც იდეათა ბაზრის კონკურენციაში გაიმარჯვებს. ამასთანვე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არაფერი ქმნის ისეთ ოპტიმალურ პირობებს იდეათა ბაზრის წარმოებისთვის, როგორც მეტაიდეოლოგიის ხარისხში აყვანილი ლიბერალიზმი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია რომ მივიღოთ გამოწვევა, ვაღიაროთ კონკურენცია და შევეცადოთ საკუთარი ღირებულებებისგან ყველაზე მოთხოვნადი „პროდუქტი“ შევქმნათ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s