30 წლის „ბავშვები“ – ინფანტილიზმი თუ სიზარმაცე

Child-safeguarding-part-2-picture.jpgავტორი: მელიქიძე თამთა

საქართველოში ადამიანი დამოუკიდებლად ცხოვრებას დაახლოებით 23-24 წლის ასაკში იწყებს, როდესაც, როგორც იქნა, ამთავრებს უნივერსიტეტს და აღარ სჭირდება მშობლების ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება. ქალების შემთხვევაში შეიძლება ეს „დამოუკიდებლობის პერიოდი“ საერთოდაც არ დადგეს, რადგან საკუთარი ოჯახის დატოვების საშუალება გათხოვების შემდეგ გეძლევა, რაც თავისთავად სხვა ოჯახში „შესვლას“ ნიშნავს. ეს ცალკე პრობლემაა თუმცა, არ დავიწყებ იმის მტკიცებას თუ როგორი სავალალო მდგომარეობაა, როგორ უჭირთ საქართველოში სრულწლოვან ადამიანებს დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება და თავის დამკვიდრება. უჭირთ, არ უნდათ თუ უბრალოდ ეზარებათ, „საკითხავი აი ესაა“.

რატომ არის საქართველოში ამდენი 30 წლის ბავშვი  და როგორ ვიღებთ მას? პასუხი მარტივია: ზემზრუნველი მშობლები გასაქანს არ აძლევენ საკუთარ შვილებს და ყოველ ფეხის ნაბიჯს უკონტოლებენ, აი, აქედან იწყება ყველაფერი. ბავშვებიც დროთა განმავლობაში ეჩვევიან გადამეტებულ მზრუნველობას, დამოკიდებულები ხდებიან მშობლებზე და მარტივი გადაწყვეტილების მიღებასაც კი ვერ ახერხებენ მათ გარეშე.

ინფანტილიზმი პიროვნების მოუმწიფებლობას და
„მუდმივ ბავშვად“ ყოფნას გულისხმობს. ფსიქიკური ინფანტილიზმი, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს რომც უნდოდეს „ბავშვობის“ დატოვება, ვერ ახერხებს. ხოლო ფსიქოლოგიური ინფანტილიზმის დროს მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ჯანმრთელობის ან მენტალობის პრობლემა არ აქვს, თავად ირჩევს ბავშვის როლში დარჩენას, არის სხვაზე დამოკიდებული, მიჩვეული იმას, რომ მის მაგივრად ყველაფერს სხვა მოაგვარებს. ამ პრობლემას ზიგმუნდ ფროიდიც შეეხო, რომელიც ფსიქოლოგიურ ინფანტილიზმს ეგოს დაცვის მექანიზმს უწოდებს, როდესაც ადამიანი წარსულში არსებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ცდილობს „ბავშვური“ მეთოდებით. ასეთი ადამიანები პრობლემური სიტუაციის დროს ბრძოლის ნაცვლად საკუთარი თავის შეცოდებას და უმწეობის დემონსტრაციას იწყებენ, რადგანაც ასე არიან მიჩვეულები თავიდანვე. მშობელი, როდესაც ბავშვის დაცვას ზედმეტად ცდილობს, ართმევს მას პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების საშუალებას. „მე უკეთ ვიცი“,  „გამოდი, მე თვითონ გავაკეთებ“ „ხომ გეუბნებოდი, გააფუჭებდი“, მშობლების ეს უწყინარი ფრაზები ბავშვს უუნარობისკენ უბიძგებს. „ჩვენ კბილი ამოვიღეთ“, „ჩვენ ბაღში მივედით“, ჩვენ სკოლა დავამთავრე“ „უნივერსიტეტში ჩავაბარე“ „და ბოლოს „ცოლი მოვიყვანე“, ასეთი  მიდგომა საერთოდ ართმევთ ბავშვებს პიროვნულობის და სუბიექტურობის განცდას. ნებელობის განუვითარებლობის გამო ასეთი ადამიანი ვერ ახერხებს მობილიზება გაუკეთოს საკუთარ ძალებს გადაწყვეტილების მისაღებად. საბოლოო ჯამში, კი ვიღებთ ადამიანს, რომელიც მიჰყვება დინებას, ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და ყოველთვის დამოკიდებულია სხვა პირზე.

სახლი დატოვების და ოჯახის შექმნის დრო მოვა, ასეთი „ბავშვები“ მშობლის შემცვლელებს ეძებენ მეუღლეებში. შეიძლება ცოლი ვერ აღმოჩნდეს ისეთი კარგი „დედა“, როგორც ბიოლოგიური დედა, რასაც საბოლოო ჯამში ოჯახში კონფლიქტამდე და ამ უკანასკნელის დადანაშაულებამდე მივყავართ, რადგანაც მან კარგად ვერ მიხედა „ბავშვს“. ასეთი ადამიანების „შექმნილი ოჯახები“ ხშირ შემთხვევაში ფინანსური თვალსაზრისითაც ისევ მშობლებზე არიან დამოკიდებულები. საზღვარგარეთ წასული (და არამარტო) მშობლები არჩენენ მათ 26 წლის „ბავშვებს“ მათ ცოლებს(ქმრებს) შვილებს, რძლებს, ძმიშვილებს და ა.შ. მატერიალური/მორალური ტვირთი და პასუხიმგებლობა იერარქიულ ოჯახში მხოლოდ ერთ ადამიანს აწვება.

იქ, სადაც არის „ბავშვი“, აუცილებლად არის „მშობელიც“, ვინც მასზე ზრუნავს და ამ როლს ირგებს. შესაბამისად, თუ გვსურს, რომ დამთავრდეს ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობები, პირველ რიგში, მშობელი, როგორც მზრუნველი უნდა გაქრეს დამოუკიდებელი ადამიანის ცხოვრებიდან და „მარად ბავშვი“ იძულებული იქნება სულ ცოტა, საკუთარ თავზე მაინც აიღოს პასუხისმგებლობა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s