ქორწინება ჩოხებში – ახალი საშფოთველი

23916008_10212686998722955_1643853867770766234_nავტორი: დავით მჟავანაძე

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საკმაოდ დიდი ყურადღბა მიიქცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთც, იქნებოდა ეს მწვავე და ტრაგიკული, ანტიტერორისტული ოპერაცია, რომლის დროსაც დაშავდა რამდენიმე სპეცრაზმელი და ერთი გარდაიცვალა თუ ბათუმში სასტუმროში ხანძრის შედეგად 12 ადამიანის დაღუპვა.

თუმცა რამ უნდა გამოიწვიოს ქართულ საზოგადოებაში აჟიოტაჟი და განხილვის თემად იქცეს ამ დროს, თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინება ნიუ-იორკში, რომლის დროსაც წყვილი ქართულ ჩოხებში იყვნენ გამოწყობილნი. აქტიურად ვრცელდებოდა მათი ქორწილის ამსახველი ფოტო-ვიდეობი სოციალურ ქსელებში და კეთდებოდა სხვადასხვაგვარი შეფასებები, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად ჰომოფობიური განცხადებები ისმოდა. ურა პატრიოტი თანამემამულეები განსაკუთრებით აღაშფოთა ქართული ეროვნული სამოსის გამოყენებამ საქორწილო რიტუალის დროს და გულზე მჯიღს იცემდნენ, ეს როგორ აკადრეს ქართულ სამოსს, ქართული ტრადციები შებღალეს და ერს თავი მოგვჭრეს გალაქტიკის მასშტაბითო. გაცილებით აგრესიულ ფორმას იღებდა ის გამოხატვა თუ მსგავსი პოსტის დამწერს მეგობრებშიც მრავლად აღმოაჩნდებოდა თანამოაზრეები. აი, მერე უნდა გენახათ მანდ ბოღმის ნთხევა, ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა. ეს მაშინ, როდესაც ხმა არ ამოუღიათ ტერორისტულ სპეცოპერაციაზე და გაქცეულ ტერორისტებზე, გეგონებათ პრობლემა მოგვარებულია და ჩვენი ძალოვნების იმედზე უნდა ვიყოთ, 4 კაცს კინაღამ ქალაქი რომ ჩააბარეს.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური და ვიღაცეებისთვის „დრეს კოდის“ განსაზღვრა უფრო მნიშვნელოვანია რატომღაც, ვიდრე მათი, მათი შვილების და ქვეყნის უსაფრთხოება. ამას გარდა, გასაგებია რომ ქართული საზოგადოება ჯერჯერობთ მომწიფებული არ არის ერთნაირქესიანთა ქორწინების დაშვებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოკეანის გადაღმა წყვილს, წარმოშობით საქართველოდან, ამის უფლება არ აქვს და მათი ყველაფრისმცოდნე, პრიორიტეტებაღრეული თანამემამულეების ნაწილის ჭკუაზე უნდა იაროს. თანაც ქართული ჩოხის ჩაცმა სწორედაც რომ გამიზნული და წინასწარგანზრახული ქცევა იყო, რომელიც ტრადიციების შებღალვასა და შეურაცხყოფას კი არა, იმ სტიგმებისა და გავრცელებული, დამახინჯებული შეხედულებების დამსხვრევას ემსახურებოდა, რომლის მიხედვითაც თურმე ქართული ჩოხა, მხოლოდ ჭამა- სმასთან, ხმალაობასთან და მტკვარზე მონანავე ტივიდან, სადღეგრძელოების თქმასთან ასოცირდება. ჰო, თურმე ვიღაცას აქვს ჩოხის ტარების უფლება და დავით შუბლაძეს არა, რომელიც გაცილებით უფრო ინტელექტუალი, პატრიოტი და პროგრესულად მოაზროვნე ქართველია, ვიდრე „მარშელები და კომპანია“.

სამწუხარო ფაქტია აგრეთვე ისიც, რომ საზოგადოების ამ აგრესიული ნაწილისთვის ქართული ტრადიციები, ეროვნულობა და ჩვენი ერის თვითიდენტობა რაღაც სამოსის ირგვლივ ტრიალებს, რომელსაც 2 საუკუნის წინ ზუსტად ის ფუნქცია ჰქონდა, რაც დღეს შარვალ-კოსტიუმს აქვს. ამიტომაც აღნიშნული ქორწინება ეროვნულ სამოსში, რომელიც ზოგადკავკასიური წარმოშობისაა, იყო ერთგვარი საპროტესტო აქტი, რომლითაც ამ წყვილმა ერთის მხრივ ქართულ საზოგადოებას აჩვენა, რომ ჩოხა არ არის მხოლოდ „მარშელების“ სამოსი და მისი ტარება გეი წყვილსაც ისევე შეუძლია, როგორც ნებისმიერ სხვას, რაც აბსოლუტურად ნორმალური და დასაშვები ფაქტია და მეორეს მხრივ  განვითარებულ სამყაროს დაანახეს, რომ საქართველო მიუხედავად მისი ტრადიციულობისა და კონსერვატიულობისა, მაინც პროგრესირებადი და განვითარებადი სახელმწიფოა, სადაც ადამიანის უფლებები შესაძლოა იმ ნიშნულამდეც კი მივიდეს, რომლის დროსაც ქორწინება სქესთა გამო შეზღუდული აღარ იყოს და ყველას ჰქონდეს ბედნიერების უფლება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s