Some of you cared, none of you cared enough…

დ

ფოტო: თათა ლუაშვილი

ავტორი: მარიამ გაბრიჩიძე

სერიალ „13 მიზეზის’’ ყურება რომ დავასრულე, ყველაზე მეტად ერთი ფრაზა დამამახსოვრდა „ჩვენ ყველამ მოვკალით ის’’. ვკითხულობ სიახლეებს ერთ–ერთ პრესტიჟულ საჯარო სკოლაში დატრიალებულ უბედურებაზე, ვუყურებ ერთ–ერთი გარდაცვლილი ბავშვის მშობლის რეაქციას, რომელიც „ფეისბუქში“ წამის მეასედებში ვრცელდება, ვისმენ ძალიან ბევრი ადამიანის, ზოგი ცნობადის და ზოგი უცნობის კომენტარებს და ისევ ვფიქრობ, ჩვენ ყველამ მოვკალით ის, უფრო სწორად ისინი. ერთი მხრივ, მარტივია თითების გაშვერა მხოლოდ ერთი ადამიანისკენ,  რომელმაც მისი თანატოლი „აკუწა’’. ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ ლინჩის წესით გასამართლებას ან სიკვდილით დასჯის ისევ შემოღებას და არაადამიანური პირობებში გამოკეტვას, თავადვე არიან მონსტრები.

რთულია ასეთ დროს იყო ჰუმანური და განაცხადო, რომ ეს ყველას ბრალია. განსაკუთრებით მძიმეა, როცა გრძნობ პასუხისმგებლობას და აცნობიერებ დაშვებულ შეცდომებს. დიახ, ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს, როცა ვხედავთ კონფლიქტს ქუჩაში და უბრალოდ გავუვლით გულგრილად, რადგან არ გვინდა „მოგვხვდეს’’, ამ დროს ჩვენ ვერც წარმოვიდგენთ, რომ იმ ადამიანის მაგივრად შეიძლება ჩვენი შვილი, და, ძმა, მეგობარი, ნათესავი იდგეს და გულგრილობით უმწეო მდგომარეობაში ვაყენებდეთ. რთულია პასუხისმგებლობა აიღო და ვინმე გააშველო, ან დაინტერესდე რა ხდება, როცა დღისით, მზისით, სკოლასთან უამრავი მოსწავლეა შეკრებილი, ამ დროს ხვდები, რომ რაღაც ისე ვერაა, მაგრამ ფიქრობ, როგორც სხვა დროს – „მოგვარდებიან, რა.’’

ქვეყანაში, სადაც კვლავ არის „კაი ბიჭობის’’ ინსტიტუტი, სადაც მამები შვილებს ანტონ ლავეის პრინციპებზე ზრდიან და დედები სიამაყით ივსებიან, როცა იგებენ როგორ ცემა საამაყო შვილმა ვინმე „პიდარასტი’’, „ჩამოთრეული’’, „სატანა’’ კლასელი და ან სკოლელმა შემთხვევით მხარი გაკრა და დედის ვაჟკაცმა ბიჭმა ამის გამო ცემაში ამოხადა სული, ვფიქრობ, რომ მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ მოსალოდნელია კვლავ განმეორდეს. სამწუხაროა, რომ სკოლაში მასწავლებელს, მანდატურს ან სხვა წარმომადგენელს, მათი ფუნქცია მხოლოდ მოსწავლის კლასში „გაკავება’’ ჰგონიათ. ზოგიერთი ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია, ან არ აცნობიერებს. ფაქტი ისაა, რომ 2 მოზარდი გარდაიცვალა. არ გვინდა რომ მათ ადგილას წარმოვიდგინოთ ჩვენი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. გავა დრო და ესეც დაგვავიწყდება, გავაგრძელებთ ცხოვრებას რუტინულად, აღვშფოთდებით ყველა ცუდ ამბავზე, რასაც გავიგებთ მედიიდან ან სოციალური ქსელებიდან, ბევრ „მოწყენილ ემოციებსაც’’ დავწერთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისევ ისე დარჩება. გარდაცვლილ ადამიანებს სამწუხაროდ, ვერავინ დააბრუნებს.  და ჩვენ, ისევ დაგვაინტერესებს ამბები, ოღონდ საკმარისად არა.

და იქნებ, ყველაფრის საწყისი სწორედ ესაა – რომ არავინ და არაფერი გვაინტერესებს საკმარისად, საკუთარი თავების და ახლობლების გარდა და უბრალოდ ყველა და ყველაფერი „გვკიდია’’, ან პრიორიტეტებს ვერ ვანაწილებთ სწორად?

One thought on “Some of you cared, none of you cared enough…

  1. ბოლოს ნათქვამმა დამაფიქრა. ჩემი აზრით ის, რომ ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავი გვაინტერესებს, ადამინის თანდაყოლილი “პრობლემაა”. არ მგონია მაგის გამოსწორება შევძლოთ. :/ პრობლემა უფრო ისაა რონ სკოლა ზრდის ფიზიკოსებს, მათემატიკოსებს და არა პიროვნებებს. ასწავლიან ისეთ რაღაცებს რომელთა ცხოვრებაში გამოყენების საჭიროებებს ბავშვები ვერ ხედავენ. სკოლაში ისინი განათლებას ვერ იღებენ, უბრალოდ იზეპირებენ, რომ მერე უმაღლესში მოხვდნენ. მათ დოგმებით ზრდიან და განვითარება, განათლება და კრიტიკა უბრალოდ აკრძალულია.

    პიროვნების განვითარების ” აკრძალვა”.
    აი მთავარი პრობლემა!

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s