იდეოლოგიებით ჩხუბი

ფოტო.ავტორი: სალომე კვირიკაშვილი

თუ ერთ-დღეს გადაწყვეტთ, რომ დროა სარწმუნოება შეიძინოთ და პოლიტიკური იდეოლოგიების შესწავლას დაიწყებთ, ალბათ პირველ რიგში დასახმარებლად ინტერნეტს მიმართავთ, რომელიც ყველა დროის უდიდეს ბიბლიოთეკად აღიარეს. სიტყვა პოლიტიკური იდეოლოგიის დაწერისას კი თქვენს თვალ წინ გადაიშლება ფართო ასორტიმენტი დაწყებული ანარქიზმით დასრულებული ცენტრიზმით. ამათ შორის კიდევ ოთხი, ხუთი იდეოლოგია, მაგრამ სულ ეს როდია თითოეულ იდეოლოგიას კიდევ თავიანთი მიმართულებები აქვთ. ალბათ ამ ტერმინის  დამფუძნებელი ფრანგი ფილოსოფოსი დე ტრესი ვერც წარმოიდგენდა მის ამგვარ განვითარებას 1796 წელს.

რა თქმა უნდა, რთულია ყველა იდეოლოგიისა და მიმართულების საფუძვლიანად შესწავლა, ამიტომ ალბათ დიდი ნაწილი ადამიანებისა  მარტივ არჩევანს აკეთებს და უბრალოდ  იღებს გადაწყვეტილებას მემარჯვენეა თუ მემარცხენე. შემდეგ თუ მონდომებულია ორ სამ წიგნსაც წაიკითხავს, რამდენიმე ავტორის „ფრთიან ფრაზასაც“ დაიმახსოვრებს და უკვე ფსევდო ინტელექტუალია. საუნივერსიტეტო სივრცეში განსაკუთრებით კარგად ჩანს ამგვარი გაბატონებული ტენდენცია, თუმცა, რა თქმა უნდა, არიან სასიამოვნო გამონაკლისებიც.

ბოლო ერთი წლის მანძილზე უამრავ იდეოლოგიური განხილვისათვის მომისმენია,  მათგან ძალიან იშვიათი იყო ჯანსაღი კრიტიკა, რეალობასთან შესაბამისობა და სწორ რეჟიმში წარმართული დისკუსია. ძირითადი პრობლემები ამგვარი განხილვებისას არის რეალობის უარყოფა, გარკვეული იდეოლოგიისადმი ერთგული განუხრელი რწმენა, მუდმივი ციტირება „ავტორიტეტული“ მოაზროვნეების სიტყვებისა.  სამივე ნიშანი პირდაპირ პროპორციულად ხელს უშლის და აფერხებს განვითარებას.

რეალობის უარყოფა გამოიხატება იდეოლოგიის სახელმწიფოსათვის მორგებაში, სახელმწიფოს მახასიათებლების გააზრების, მისი პოლიტიკური, ეკონომიკური  თუ კულტურული მდგომარეობის განსაზღვრის გარეშე. მეორე პრობლემა, როგორც უკვე აღვნიშნეთ რწმენაა განუხრელი. კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, უთქვამთ ბრძენებს. მაგრამ, როგორც წესი, ზემოთ მოყვანილი განხილვების  მონაწილეებს ნაპოვნი აქვთ თავიანთი ჭეშმარიტება ახლა კი მოციქულების როლს ასრულებენ და ავრცელებენ ჭეშმარიტ იდეოლოგიურ მიმართულებას. ისინი კამათობენ არა ჭეშმარიტებისათვის არამედ სხვათა დასარწმუნებლად, სწორედ ამის გამო ისინი ჩაკეტილნი არიან ახალი განსხვავებული ინფორმაციისათვის. მათ უკვე შექმნილი აქვთ ცოდნის ვაკუუმი, რომელიც მათთვის ჭეშმარიტ იდეოლოგიას შეესაბამება.

მესამე პრობლემაში კი ყველაზე კარგად ვლინდება მოპაექრეთა ცოდნა. ეს „ავტორიტეტებისა“ და მათი ნააზრევების ცოდნაა.  მათი ყველაზე ძლიერი არგუმენტები იწყება სიტყვებით. ნობელის პრემიის ლაურეანტმა, ცნობილმა ეკონომისტმა, ფილოსოფოსმა, პოლიტიკოსმა შემდეგ სახელებს ჩამოთვლიან სმითი, მილტონ ფრიდმანი, მარქსი…. ბოლოს კი  მოაზროვნეების მრავალტომეულიანი წიგნებიდან რამდენიმე ციტატას იტყვიან ფრაგმენტულად, ყოველგვარი  კონტექსტის  გარეშე.

სწორედ ეს არის ფერადი სამყარო, იდეოლოგიებით და უამრავი „ჭეშმარიტი“ მიმართულებით, რწმენით, რომ რომელიმე იდეოლოგია ხალხის ხსნის საშუალებაა. მათი კეთილდღეობის, სიმშვიდის და ბედნიერების გარანტია.

იდეოლოგიათა ჭიდილი, რომელიც საბოლო ჯამში რთულ ლაბირინთს მოგვაგონებს, ძალზე უინტერესოა სახელმწიფოს ყველაზე მოწყვლადი ფენისათვის. ადამიანებისათვის, რომელთათვისაც სამყაროში გაბატონებული ფერები მხოლოდ შავი და თეთრია. თუმცა მოსახლეობის ნაწილისათვის ფერადი განათებებიც კი ვერ შეცვლის მათ შავ-თეთრ სამყაროს გაუსაძლისი პირობებითა და სიღარიბით სავსე   ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ეს შავ-თეთრი  სამყარო არის სივრცე, სადაც კარგად ჩანს ფერადი იდეოლოგიების მარცხი და მაინც უამრავი ჭეშმარიტი იდეოლოგიის არსებობის მიუხედევად პარადოქსებითა და კონტრასტებით აღსავსე სამყაროში ზოგს ჭეშმარიტი იდეოლოგიის არჩევის დილემა ტანჯავს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s