მონობიდან თავისუფლებამდე

ავტორი: ირაკლი იაგორაშვილი

თავისუფლება – ღირებულება, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის სრულფასოვანი განვითარება. ხშირია შემთხვევები, როდესაც „სახელწმიფოს სასიკეთოდ“ თავისუფლება იზღუდება და საფრთხე ექმნება პიროვნების ინდივიდუალიზმს. მსგავსი პერიოდი საქართველომაც გამოიარა საბჭოთა კავშირის „წყალობით“. ეს იმპერია გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს განვიცდით ლიბერალური ღირებულებების ნაკლებობას, ე. ი. თავისუფალ გარემოსა და ხალხს. იმპერიებს დაქვემდებარებულმა ხალხებმა დაკარგეს თვითმყოფადობა და საჭიროა მთავარი რამ – გათავისუფლება.

საკმარისია დავუკვირდეთ საბჭოთა კავშირის ქმედებებს მე-20 საუკუნის დასაწყისში, რომ ნათელი იქნება, თუ რა ხერხით ხდება თავისუფლების მოშლა, ამას ისტორიული თუ ლიტერატურული ნაშრომები ნათლად ადასტურებენ. ზოგადად, ქვეყნის დამორჩილება ინდივიდუალიზმს მოკლებულ ხალხში გაცილებით ადვილია, რადგან აქ ადვილად შეიძლება ჩამოყალობდეს ერთი აზრი ყოველ საკითხზე და ადვილად აღმოიფხვრას სხვა მოსაზრებები. აკაკი ბაქრაძე წერდა: „სკკპ-ში მონური მორჩილება არსებობს და არავის აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს“. საქართველო იყო იმ იმპერიის ნაწილი, რომელმაც ხალხს ჩაუნერგა შიში თავისუფლებისა და დღემდე ეს ხელს გვიშლის გავითავისოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის და მათ შორის საკუთარი თავის წინაშე.

გათავისუფლებაში ასევე ხელს გვიშლის ისიც, რომ ისტორია გაყალბებული იყო ტოტალიტარიზმის ხანაში. ადამიანს არ შეეძლო ეთქვა რამეზე უარი და გამოეხატა ნათლად საკუთარი პოზიცია. „ეს პირები წაუკითხავად აწერენ ხელს, რასაც წინ დაუდებენ“ – წერს აკაკი ბარაძე მაღალჩინოსნებზე. აღტაცებებითა და აღშფოთებით იმპერიები კიდევ უფრო ადვილად ახერხებდნენ ფესვების გადგმას. ემოციურ ფონზე იქმნებოდა ყვარყვარე თუთაბერის მსგავსი ცრუ გმირები. აღტაცებების ფონზე მიიღებოდა გადაწყვეტილებები და ხალხის ზარზეიმით ხვდებოდა ყოველ ახალ „წინგადადგმულ“ რეფორმას. გააზრების უნარი იმდენად იყო დაქვეითებული, რომ კარგისა და ცუდის გარჩევა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მმართველთა პრეროგატივა იყო.

ხალხმა იბრძოლა და ბოლოს ქვეყანა ისევ დამოუკიდებელი გახდა და საბჭოთა მარწუხებისგან თავი დაიხსნა. მას გაუჩნდა განვითარების შესაძლებლობა და შეცდომების დაშვების უფლებაც, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს პასუხისმგებლობის შეგრძნებას. „ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან“ – წერდა მერაბ მამარდაშვილი. ადამიანებმა უნდა იშრომონ, რომ დაძლიონ მონობის უდიდესი გამოვლინება საკუთარ თავებში და გათავისუფლდნენ. თავისუფლებას მოაქვს პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ადამისა და ევას დროიდან. ასევე, საჭიროა ერთმანეთს არ შევუზღუდოთ ეს თავისუფლება, ადამიანებს რომლებმაც გადადგეს ერთი ნაბიჯი უკვე წინ. უნდა გვესმოდეს, რომ თითეულ ადამიანს, პიროვნებას აქვს უფლება თავისი ბედნიერებისთვის იცხვოროს ისე, როგორც სურს. ჩვენ გამოვიარეთ ეპოქა, რომელიც ამას ზღუდავდა და დღეს ეს ეპოქა ჩვენი შეგნებიდანაც უნდა მოვსპოთ და მივცეთ ადამიანებს უფლება იყვნენ ისეთები, როგორიც სურთ.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s