„დავაბრუნოთ რელიგია სკოლებში“ ?

religion-in-public-schoolsავტორი: ირაკლი იაგორაშვილი

ბოლოდროინდელი სისხლიანი დაპირისპირებების შედეგად საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ სკოლებში მართლმადიდებლობის სწავლება დაბრუნდეს. ამგვარი ჯგუფები უმეტეს შემთხვევაში სხვა რელიგიებს უარყოფითად უყურებენ და სკოლაში რელიგიის სწავლება უმეტესწილად სწორედ მხოლოდ მართლმადიდებლობას მოიცავს. არადა, საქართველო მულტირელიგიური სახელმწიფოა, რაც საკმაოდ გასათვალისწინებელი წინაპირობა უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში.  ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად ცდილობს სეკულარიზმის პრინციპს სრულიად დაუახლოვდეს და ქვეყანა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით განავითაროს, მხოლოდ მართლმადიდებლობის სწავლებამ კი შესაძლოა პრობლემები შექმნას.

სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებაში ნათქვამია – „საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია”. მართალია ამ დოკუმენტის მიხედვით საგნის სწავლება ნებაყოფლობითია, თუმცა ის საკითხი, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს ზოგადად სწავლება, დღესდღეობით ისევ განსჯის საგანია. არსებული კანონითა და სასწავლო პროგრამებით მოსწავლეებს ინფორმაცია მსოფლიო რელიგიის შესახებ ისტორიის საგნიდან მიეწოდებათ. ასეთ დროს მასწავლებელმა სრულიად ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიჭიროს რელიგიების მიმართ და მან არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა არცერთ მათგანს. დღევანდელი სისტემა საკმაოდ მორგებულია მოსწავლეებზე და დაინტერესების შემთხვევაში მათ აქვთ უფლება, რომ მოიწვიონ სასულიერო პირიც კი, თუ სურთ მეტი ინფორმაცია მიიღონ რომელიმე რელიგიაზე, თუმცა აღნიშნულმა აქტივობებმა ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესს. მოსწავლეებს ასევე უფლება აქვთ, რომ სკოლაში იარონ რელიგიური ატრიბუტებით, როგორებიცაა ჰიჯაბი, ჯვარი და სხვა. ზოგიერთ შემთხვევაში სკოლის შინაგანაწესი კრძალავს ჰიჯაბს და მის მსგავს ატრიბუტებს, თუმცა ამგვარი შემთხვევები ადამიანისთვის, ვფიქრობ, შეურაცხმყოფელია და ზედმეტად იჭრება პირად სივრცეში. რაც შეეხება მასწავლებლებს და დირექციას, მათ არ აქვთ უფლება რაიმე სახით ხელი შეუწყონ ან ხელი შეუშალონ მოსწავლეთა ინიციატივას რელიგიური ინტერესის გამო რომელიმე პირის მოწვევასთან დაკავშირებით, თუ ეს ხელს არ უშლის სასწავლო პროცესის წარმართვას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა რელიგიასა და სკოლის ურთიერთმიმართების შესახებ საკმაოდ ნეიტრალურია. მოსწავლეები ასე თუ ისე იღებენ განათლებას რელიგიების შესახებ, თუმცა ამგვარ პირობებშიც კი იმართება აქციები სახელწოდებით „დავაბრუნოთ რელიგია სკოლებში“. როგორც ვახსენე, აღნიშნულ მოწოდებაში იგულისხმება სკოლებში მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური რელიგიის სწავლება. ასეთი მიმართულება რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, დისკრიმინაციულია რელიგიური უმცირესობებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სკოლაში თითოეულმა მოსწავლემ თავი დაფასებულად იგრძნოს და მათ არ ჰქონდეთ განცდა, რომ სკოლაში მათი რელიგია იჩაგრება. საჭიროა ამ საკითხის სწავლების დროს პროცესი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული ინფორმაციის მიწოდებაზე და ის სრულიად დაცლილი იყოს რელიგიურობისგან.

ასევე აუცილებელია ეს თემა მოსწავლეებს საკმაოდ პროფესიონალურად მიეწოდოს, რადგან რელიგია საკმაოდ სენსიტიური თემაა და შესაძლოა გარკვეულმა საკითხებმა მოსწავლეებში უარყოფითი შედეგები მოიტანოს. შესაძლოა ზოგიერთი რელიგიის არასწორმა ინტერპრეტაციამ მოსწავლეებში შეუწყნარებელი დამოკიდებულება გამოიწვიოს ამ კონკრეტული რელიგიის მიმდევრების მიმართ. მომავალში ამან შესაძლოა გაზარდოს ამ ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები.

სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი, ჩამოაყალიბოს ტოლერანტულად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებთაც გააზრებული ექნებათ პიროვნების თავისუფლების საკითხი რელიგიის მხრივ. ასევე ალბათ დაუშვებელია სკოლებში რელიგიური ატრიბუტიკის განთავსება, თუ ამ ყველაფერს არ აქვს საგანმანათლებლო ხასიათი. ამან შესაძლოა საპასუხოდ მოსწავლეთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვიოს და ისევ და ისევ კონფლიქტამდე მივიდეს საქმე.

საქართველოს განათლების სისტემა საკმაოდ ნეიტრალურია რელიგიებთან მიმართებით და ის არ საჭიროებს არანაირ ცვლილებებს. აუცილებელია თითოეულმა სკოლამ დაიცვას შესაბამისი კანონები და მათ ყოველ მოსწავლეს შეუქმნან თანაბარი გარემო სასწავლო პროცესში. თუ სახელმწიფო საგანმანათლებლო სტრუქტურები შესაბამისად მოიქცევიან, ეს შედეგად საკმაოდ ტოლერანტულ გარემოს ჩამოაყალიბებს ახალგაზრდებს შორის და მათ ექნებათ განცდა ერთიანობის, რომ რელიგიური იდენტობა არაფერ კავშირში არ არის ეროვნებასთან და ქვეყნის ერთად მშენებლობა განვითარებასთან.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s