„სამართლიანი სასამართლო“

justiceავტორი: შუბითიძე მურადი

ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს უპირველიესი საზრუნავი ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა უნდა იყოს. ხოლო როდესაც სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და მაინც ირღვევა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები, მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ იპოვნონ სამართალი და აღმოფხვრან ეს უსამართლობა. სად შეიძლება დაჩაგრულმა ადამიანმა აღიდგინოს შელახული უფლება თუ არა სასამართლოში, სასამართლოში რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.

ჩვენთან სურათი განსხვავებულია – საზოგადოებაში დაბალია სასამართლოსადმი ნდობა, კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით მხოლო 24 პროცენტი ენდობოდა სასამართლოს. საზოგადოების უნდობლობა მართლმსაჯულებას უსაფუძვლოდ არ დაუმსახურებია.  გვაქვს მრავალი ფაქტი, როდესაც მოსამართლეები ერთი მხარის სასარგებლოდ იღებენ ყოვლად გაუმართლებელ გადაწყვეტილებას, მაგ. მხოლოდ „რუსთავი 2-ის“  საქმეც კი გამოდგება, რომელშიც სამივე ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა ყოვლად დაუსაბუთებელი და საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით შექმნა პრეცენდენტი. ეს ყველაფერი კი რა თქმ აუნდა ნეგატიურად აისახა სასამართლო ხელისუფლების იმიჯზე. მეორე გადაწყვეტილებაც პირველის მსგავსად წმინდად პოლიტიკურია. საქმე ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იმ ქმედებისთვის, რომელიც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს. საქალაქო სასამართლომ ახლა თავად შექმნა პრეცენდენტი და ყოველგვარი სამართლიანი სასამართლოს პრინციპი უკუაგდო. გარდა ამისა კიდევ მრვალი ფაქტია იმისა, როდესაც მოსამართლეები იღებენ უბრალოდ სახელისუფლებო უმრავლესობისთვს სასარგებლო გადაწყვეტილებებს.  ეს რა თქმა უნდა არ ეხება მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, მათ მოსვლამდეც იყო მსგავსი ფაქტები.

გარდა ამისა, არაერთი გაუხმაურებელი საქმეა მიკერძოებული გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოოდ აისახება კერძო ბიზნესის არსებობასა თუ რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე.

ეს ყოველივე კი საზოგადოების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობაზე აისახება. მათ აქვთ იმის შიში რომ უსამართლობაზე ხმის ამოღების შემთხვევაში მათი უფლებეის დასაცავად არ არსებობს ქმედითი დასაყდენი და ისინი გახდებიან უბრალოდ მსხვერპლნი არსებული უსამართლობის, საერთო ჯამში ვიღებთ გაზრდილ აპათიას და ინტერტულ საზოგადოებას. პრობლემა ნათელია და აუცილებელია მისი მოგვარება და როგორ შეიძლება მოხდეს ეს ?

პირველი ესაა მოსამართლეების უვადო წესით განმწესება თანამდებობაზე, ეს ყველაფერი ბევრისთვის გაუგებარია და რატომღაც ჰგონიათ რომ თუ მოსამართლეს უვადოდ გავამწესებთ პირიქით მას ვეღარ გავაკონტროლებთ.  გვჭირდება კი მოსამართლეთა კონტროლი? ისინი ხომ ყოვლი გავლენისგან თავისუფალნი უნდა იყვნენ. გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის და კანონიერების ფარგლებში. მოსამართლის უვადოდ გამწესება არ ნიშნავს მოსამართლედ მისი ყოფნას გარდაცვალებამდე. საკმარისია მან მიიღოს ერთი არასამართლიანი და მიკერძოვებელი გადაწყვეტილება და ის დატოვებს მოსამართლის თანამდებობას. ეს გარემოება ბევრად გაუზდის მოტივაციას მოსამართლეებს მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილენა ვიდრე ის 3 წლიანი საგამოცდო პერიოდი, რომელიც რეალურად ბორკილებდადებულს ამყოფებთ მათ და მმართველი ძალისთვის მოსაწონი გადაწყვეტილების მიღებას აიძულებთ.

მეორე ფაქტორი, რომელიც ჩემი აზრით ფუნდამენტურად გაზრდის სასამართლო ხელისუფლების ნდობას, ეასაა თავად მოქალაქთა ჩართულობა მომდინარე პროცესებში. საუბარი მაქვს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუცის სრულ ინტეგრირებაზე. ამ სისტემას მომხრეზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს და მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ნაფიცები ვერ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მარტივია მათ ემოციებზე თამაში. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, არსებობის უფლება აქვს, მაგრამ არამგონია, თავად ნაფიც მსაჯულზე უკეთ ვინმე სხვამ იცოდეს თუ რამდენდ საფრთხის შემქმელია მისთვის ბრალდებული ან არ არის. ამასთან თითოეული ნაფიცი მონაწილეა მიმდინარე პროცესის და რაც მთავარია გადაწყვეტილების მიმღები რიგითი მოქალაქე გახლავთ, რომლის ინტერესიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობოს აღდგენაა.

ეს ყოველივე საზოგადოებაში აჩენს სანდოობას სასამართლოს  მიმართ ვინაიდან გადაწყვეტილებას იღებენ არა სახელისუფლებო ძალის სიამოვნებაზე ორიენტირებული მოსამართლეები, არამედ ყველასგან დამოუკიდებელი მოსამართლე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის დამცველია.  ამ ყველაფერს კიდევ აბალანსებს 12 ნაფიცი მსაჯული.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s