პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა

ავტორი: მარიამ გაბრიჩიძე 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კამპანია “კონსტიტუცია ყველასიას’’ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრეზდენტისთვის კითხვები დაესვათ. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა, პოზიციების დაფიქსირება აქტიურად, რადგან დემოკრატიისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტის არჩევის წესზე.  შეხვედრისას მან…

“ლიბცენტრი” სტუდენტთა მიღებას იწყებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს “ლიბცენტრის” ახალი ჯგუფის დაკომპლექტებას. შერჩეული აპლიკანტები ექვსი თვის განმავლობაში მოისმენენ საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, მოამზადებენ გამოკითხვებს, შექმნიან ჟურნალისტურ მასალებს, დაწერენ პოსტებს სხვადასხვა თემაზე, რაც განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე  www.libcenter.ge კანდიდატი უნდა იყოს ბაკალავრიატის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი ან დამამთავრებელი კლასის მოსწავლე. პროექტში მონაწილეობა უფასოა მსურველებმა უნდა…

წიგნები თაროზე შემოსაწყობად

ავტორი: ლიკა ჩხაიძე 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ, საკმარისი არ აღმოჩნდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წიგნების სიას კიდევ 49 ასეთივე შეემატა და იხარა ერმა.  ამ სერიის წიგნების ზომაზე გამოჭრილმა თაროებმა ფუნქცია შეიძინეს. წიგნები დაიმტვერა და ცხადი გახდა, რომ ამ სერიის ყიდვის მიზანი  ერთნაირი  გარეკანისა და  ზომის წიგნების გვერდიგვერდ ჩამწკრივება უფროა, ვიდრე ჯანსაღი ლიტერატურული ინტერესი.…

სტიქიით დაზარალებულები გორის რაიონში

ავტორი: თათია ქუჯოშვილი მეჯვრისხევი, ქიწნისი, ქვემო არცევი, ხიდისთავი,ბობნევი და ბერშუეთი-ეს ის სოფლებია რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად დაზარდალდა სტიქიის შედეგად. როგორც ადგილობრივები, ამბობენ, სეტყვა 5 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა. თითქმის მთლიანად განადგურებულია ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურები. სტიქიამ გორის რაიონის 38 სოფელი და ასობით ოჯახი დააზარალა. სტიქიას ებრძვიან ადიგენშიც. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად რაიონის 6…

„ლიბცენტრი“ რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს თანამშრომლობას სთავაზობს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტის პროექტი „ლიბცენტრი“ იწვევს რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად. შერჩეული მონაწილეები დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით შეძლებენ ლიბცენტრის აქტივობებში ჩართვას – მოამზადებენ ბლოგპოსტებს ვებსაიტისთვის libcenter.ge, ადგილიდან გააშუქებენ მიმდინარე მოვლენებს, მოამზადებენ ფოტორეპორტაჟებს და ტექსტურ მასალებს. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც რეგიონის რომელიმე უნივერსიტეტში სწავლობს. მონაწილეობა უფასოა. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV 2016 წლის 16 მაისამდე…