“არ დაიჭირო” – “2 ივნისის” მოძრაობის აქცია

2 ივნისის მოძრაობის ორგანიზებით გაიმართა აქცია – “არ დაიჭირო”. მთავრობის კანცელარიის წინ შეკრებილი მოქალაქეები ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ და ნარკოტიკების მცირე დოზით შენახვისა და პირადი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას მოითხოვნდნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო სამედიცინო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის კანაფის და კანაფისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენების დაშვება და ქუჩის იძულებითი ნარკოტესტირების შეყვეტაც. 2 ივნისს გამართულ აქციას…

მტვრიანი წიგნები

ავტორები: თამო ლიპარტელიანი, ალექსანდრე ქეშელაშვილი ბიბლიოთეკა, რომელსაც ათი წელია ახალი წიგნი არ მიუღია, მკითხველის გარეშე დარჩა. თუმცა იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკისათვის ეს ერთადერთი პრობლემა არაა. შენობა სიძველის გამო ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს და მასთან ერთად უამრავი წიგნი განადგურდეს. დაწესებულება ახლა უკვე დამოუკიდებლად აღარ ფუნქციონირებს და ილიას უნივერსიტეტის მფლობელობაშია. ბიბლიოთეკა 1930-იან წლებში ქსენია იოსელიანმადიმიტრი უზნაძისა და მაშინდელი ინტელიგენციის ხელშეწყობით დააარსა. თავდაპირველი ფონდი…

აქცია უკანონო თვალთვალის წინააღმდეგ

ავტორები: ნინი ელიკაშვილი, ალექსანდრე ქეშელაშვილი 19 მარტს, თბილისში კამპანიის “ეს შენ გეხება” აქცია გაიმართა. შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას აპროტესტებდნენ, ფილარმონიიდან მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ობიექტურ გამოძიებას და ამ საკითხზე მთავრობასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოძრაობამ “ეს შენ გეხება” ფარული თვალთვალის წინაღმდეგ კამპანია 2012 წელს დაიწყო…

სტუდენტთა პროტესტი თსუ-ში გრძელდება

ავტორი: მარიამ არბოლიშვილი 10 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია გაიმართა სახელწოდებით “უნივერსიტეტი უნდა გათავისუფლდეს”. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სენატის მიერ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატური კენჭისყრას და უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობას, რაც 7 მარტის აქციის დროს აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ დაუდასტურა. მიუხედავად დაცვის თანამშრომლების და პოლიციის წინააღმდეგობისა სტუდენტებმა…

Free Savchenko – სოლიდარობის აქცია

ავტორი: ალექსანდრე ქეშელაშვილი 9 მარტს, 19:00 საათზე თბილისში, უკრაინის საელჩოსთან აქცია, სახელწოდებით Free Savchenko გაიმართა. მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ დაკავებულ უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს. 9 მარტს სავჩენკოს სასამართლო დასრულდა, რომლის განაჩენიც 21-22 მარტს გახდება ცნობილი. ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთა. თავად ნადეჟდა სავჩენკო…