საერთაშორისო გამჭვირვალობამ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციით კენჭისყრის დასასრულს ქვეყნის მასშტაბით 25-მდე სერიოზული და 15 შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა ზოგიერთი ოლქი, მაგალითად მარტვილი და ზუგდიდი, დაძაბულობითა და დარღვევევის რაოდენობით გამოირჩეოდა. მთლიანობაში ყველაზე მეტი დარღვევა დილის საათებში შეინიშნებოდა, დღის მეორე ნახევარში კი ხარვეზების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.…

 გამჭვირვალე ყუთების სიბნელე

  ავტორი: ხატია გოგოხია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძალიან ხშირად გაიგებთ მსგავს მოწოდებას „მეგობრებო, 3 წლის მარიამს ესაჭიროება თირკმლის გადანერგვა, გთხოვთ 5-10 თეთრით დაეხმაროთ!“ მოსწავლეები, სტუდენტები და ასაკში შესული ადამიანებიც კი ყუთით ხელში მეტროს სადგურებში მოგვიწოდებენ დავეხმაროთ ბავშვებს ან მშენებარე ეკლესიებს. მეტი დამაჯერებლობისთვის ფული ჩასაყრელ გამჭვირვალე ყუთს მიკრული აქვს აპარატს მიერთებული არასრულწლოვანის ფოტო. „ქველმოქმედები“ სანთელსა და ფლაერს…

GPB – ლიბცენტრის ერთწლიანი მუშაობის შეფასება

საქართველოს “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” პროექტ “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის” მუშაობის ერთი წელი შეაჯამა. პროექტში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისინი კონკურსის წესით შეირჩნენ. ლიბერალიზმი, დემოკრატია და ადამიანის უფლებები – ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებზეც ორმოცამდე სტუდენტმა, დეტალური ინფორმაცია სპეცლექიცების მეშვეობით მიიღო. მათ მოაზადეს სტატიები, სატელევიზიო სიუჟეტები და გადაცემები. მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას საქართველოს “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მომავალშიც…

საკონსტიტუციო მონარქია

რატომ დაიწყო საზოგადოებაში კონსტიტუციური მონარქიის შესახებ საუბარი, ვინ იყო ამის მაპროვოცირებელი, რა პოზიცია აქვს რეალურად სამეფო კანცელარიას და აქვს თუ არა პერსპექტივა საქართველოში ამგვარი სახელმწიფო წყობის დამკვიდრებას? გადაცემის სტუმრები – სამეფო კანცლერი კახა ქორიძე და რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი გადაცემის წამყვანი – ნინო ჯაფარიძე პროდიუსერები – არჩილ ჯანგირაშვილი, ნინო დევიძე გადაცემა მომზადებულია “ლიბერალიზმის სასწავლო…