ასმათ ტყაბლაძე

ასმათ ტყაბლაძეთბილისის მერობის კანდიდატი – ასმათ ტყაბლაძე

პარტია – ,,შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

საარჩევნო ნომერი – 20

სლოგანი – აბა, თქვენ იცით, თბილისელებო!

  1. დაასახელეთ დედაქალაქის სამი პრობლემა რომლის მოგვარებაც გსურთ. 

1. ეკოლოგია; 2. სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება;  3. ინფრასტრუქტურა/ქუჩების მოწესრიგება.

  1. რის გაკეთებას აპირებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის?

ყველა კიბესთან გაკეთდება პანდუსები, საზოგადოების ყველა თავშეყრის ადგილზე მათთვის გაკეთდება სპეციალური საპირფარეშოები, ექნებათ ყველანაირი შეღავათები, ვისაც არ შეუძლია გადაადგილება და არ აქვს ეტლი მუნიციპალიტეტი გადასცემს სრულიად უფასოდ.

  1. როგორ გადაჭრით ქალაქში პარკირების პრობლემას?

სასწრაფოდ დაიწყება მიწისქვეშა პარკირება, ტროტუარებიდან გაქრება ყველა მანქანა. ,,სითი პარკი“ გადავა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში.

  1. როგორ უნდა შეამციროთ ტარიფები?

ეს ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილია, აუცილებლად შემცირდება ტარიფები. (უშუალოდ როგორ აპირებს ტარიფების შემცირებას არ დაუკონკრეტებია)

  1. გაქვთ რაიმე ხედვა უსახლკარო ბავშვების პრობლემასთან დაკავშირებით?

აშენდება და გაიხსნება სკოლა-ინტერნატები, რომელშიც იქნება სწავლა, კვება, ძილი და საერთოდ ყველაფერი.

  1. რატომ უნდა დაიჯეროს ამომრჩეველმა თქვენი დაპირებები?

მთელი ჩემი ცხოვრება, მთელი ჩემი ბიოგრაფია, ყველაფერი რაც მე გამიკეთებია ამ ქვეყანაზე, იმას მეტყველებს, რომ მე ვარ პატიოსანი ადამიანი, რომ მე არასდროს კორუფციაში არ ვყოფილვარ, არ ვყოფილვარ არანაირი პარტიის წევრი და ვარ სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი. არავისგან ფული არ ამიღია, ჩემი საკუთარი შრომით და გარჯით მოვიპოვე ყველაფერი ის, რაც მაქვს. 8 ივნისს  გასაჯაროვდება ჩემი ქონება და ნახავთ, რომ ყველაფერი ჩემი ნიჭიერებით არის მოპოვებული. ნიჭიერი ადამიანი ვარ, როგორც მსახიობი, როგორც პიროვნება და ყველაფერ ამისთვის უნდა მენდოს ამომრჩეველი. ქალი ვარ, უფრო ლმობიერი ვარ, უფრო რბილი ვარ, ვიდრე სხვები. მაქვს არაჩვეულებრივი სკვერი გაკეთებული ჩემი სახლის წინ, მარტო იმის გაკეთებისთვის უნდა მენდონ თბილისელები. რამდენჯერაც ქუჩის დაგების პრობლემა იყო, იმდენჯერ ჩემი ძალისხმევით მოგვარდა პრობლემა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s