დიმიტრი ლორთქიფანიძე

დიმიტრი ლორთქიფანიძეთბილისის მერობის კანდიდატი – დიმიტრი ლორთქიფანიძე

პარტია – ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია

საარჩევნო ნომერი – 3

სლოგანი – დროა, მოვაწესრიგოთ ქვეყანა

 

1)   დაასახელეთ სამი ძირითადი პრობლემა დედაქალაქში, რომლის მოგვარებასაც გსურთ?

ჩვენი ძირითადი პროგრამული პრიორიტეტები გათვლილია ადამიანზე, ოჯახსა და გარემოზე. ადგილობრივი ბიუჯეტი სწორედ მათ უნდა მოხმარდეს.

2)     შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის რას გააკეთებთ?

პირველ ყოვლისა, მათთვის ადაპტირებული მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა, საქალაქო ტრანსპორტში მათთვის სპეციალური ადგილების გამოყოფა, ასევე ტრანსპორტში ასასვლელ-ჩასასვლელი სპეციალური ლიფტების არსებობა, გზებსა და ტროტუარებზე სპეციალური პანდუსების და უსინათლოთათვის სპეციალური აუდიო-საგზაო ნიშნების შექმნა.

3)   პარკირების პრობლემას როგორ მოაგვარებთ?

ეფექტური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, უნდა მხედველობაში მივიღოთ ის გარემოება, რომ თბილისს არ გააჩნია ურბანული განვითარების გენერალური გეგმა. ხოლო, ისეთი პრობლემა, როგორიცაა პარკირების, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა სერვისების მოწყობა კავშირშია ურბანული დაგეგმარების გეგმასთანთ. შესაბამისად, მე ვგეგმავ, რომ ორ საფეხუროვანი გადაწყვეტილების მიღების სისტემა შევქმნა, ეს იქნება მაღალი ლეგიტიმაციის საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დაკომპელქტდება არქიტექტორებით, ურბანისტებით, ხელოვნებათმცოდნეებითა და ეკოლოგებით, რომლებიც მიიღებენ კონკრეტული ურბანული უჯრედისთვის კონკრეტულ გადაწყვეტილებას და ეს ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში, აი ამ ურბანულ უჯრედში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეთანხმდება შესაბამისი პლებისციტით და პლებისციტის გამოკითხვის შედეგები როდესაც მოვა სრულ თანხვედრაში საბჭოს მიერ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან აი ამას მოაწერს სწორედ მომავალი მერი ხელს და ამ შემთხვევაში, თუ კი ვიქენი არჩეული ამ თანამდებობაზე პირადად მოვაწერ ხელს.

4)   ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით თქვენი ხედვა როგორია?

ყველა კატეგორიის პენსიონერისა და სოციალურად დაუცველის ერთიანი რაოდენობა არის 228 ათასი ბენეფიციარი. თქვენ იცით, რომ ჩვენი აქტიური ჩარევის შედეგად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებში, მათთვის მგზავრობის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ხშირია მათი დაჯარიმების ფაქტები. ჩვენს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ავტობუსით, ასევე სამარშუტო ტაქსებით მგზავრობა 228 ათასი ბენეფიციარისთვის გახდეს უფასო. ამის სუბსიდირებას მთლიანად მერია აიღებს თავის თავზე. სუბსიდირების შედეგად ამ ღონისძიების დასაფინანსებლად ჯამში 3 მილიონამდე ლარი იქნება მობილიზებული, სამაგიეროდ მიღწეული იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერსა და სოციალურად დაუცველს საშუალებას მისცემს საზოგადოებრიბვი ტრანსპორტით უფასო სარგებლობისა.

5)   უსახლკარო ბავშვების პრობლემის გადაჭრა როგორ გესახებათ?

მეტ სახსრებს მოვახმართ უსახლკაროთა აღრიცხვასა და ელემენტარული საარსებო პირობებით (თავშესაფრით, საკვებით, პირადი ჰიგიენით) უზრუნველყოფას; განვახორციელებთ ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას.

6)   რატომ უნდა დაგიჭიროს მხარი ამომრჩეველმა თქვენ?

სწორედ იმიტომ უნდა დაგვიჭიროს მხარი ამომრჩველმა, რომ დასრულდეს მახინჯი კოაბიტაცია, რომლის შედეგებს ჩვენ დღესაც ვიმკით. იმ გუნდის წარმომადგენელი, რომლის მმართველობის პირობებში ადამინებს მასობრივად კლავდნენ, მასობრივად აუპატიურებდნენ, მასობრივად აწამებდნენ და ამისთვის მეთოდოლოგიებს იყენებდნენ, ატანდნენ კედლებში, ახრჩობდნენ ზღვებში,- აქვს თუ არა მორალური უფლება, გააკეთოს განცხადება, რომ ის არის პრეტენდენტი იყოს თბილისის მერობის კანდიდატი?!  მაგრამ კიდევ უფრო მეტად, მე პრეტენზია მაქვს ბატონ დავით ნარმანიასთან და მის გუნდთან , რომლებმაც იმიტო მიიღეს ხმები 2012 წლის პირველ ოქტომბერს, რომ მათ უნდა აღეკვეთათ თარეში ნაციონალური მოძრაობისა, დღეს კოლექტიური შამათავა არის ყველგან: პარლამენტშიც, პროკურატურაში, შსს-შიც, ისინი ანხორციელებენ თავიანთ ძალაუფლებას, ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს მომავალს და ამისათვის საჭიროა, რომ 2014 წლის 15 ივნისს ყველანი მოვიდეს საარჩევნო ყუთებთან და მხარი დავუჭიროთ ერთადერთ რეალურ ოპოზიციას, რომელსაც გააჩნია რესურსი ჩაანაცვლოს ეს “ქოცნაცური ალიანსი” და რეალურად შეცვალოს, რელსებიდან გადაიყვანოს ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც 20 წლის განმავლობაში უცვალებლად მართავდა ამ ქვეყანას. ეს არის საარჩევნო სიითი ნომერი 3 “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიაცია” და მე ყველას ვთხოვ, 15 ივნისს შემოხაზოს ნომერი 3..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s