ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტითბილისის მერობის კანდიდატი – ირაკლი ღლონტი

პარტია –  “ირაკლი ღლონტი- რეფორმატორები”

სლოგანი – ერთად შევცვალოთ რეალობა

საარჩევნო ნომერი –  11

 

1.დაასახელეთ დედაქალაქის სამი პრობლემა,რომლის მოგვარებაც გსურთ.

სოციალური პრობლემები,ინფრასტრუქტურული პროექტების  გამართვა და ადმინისტრაციული ხარჯების მიზნობრიობის კონტროლი

2.რის გაკეთებას აპირებთ შმმ პირებისთვის?
ვთვლი რომ ძალიან უგუნურია სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ.შემიძლია  დაგისახელოთ პრობლემა. სახელმწიფო  დაახლოებით 110 ლარით ეხმარება შშმ პირის ოჯახს,თუკი ბავშვს მესამე პირი  წაიყვანს მინდობით აღზრდაში მას სახელმწიფო უხდის ხელფასს 600 ლარს.ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩემთვის გაუგებარია.თუ სახელმწიფოს 600 ლარის გადახდა შეუძლია,ჯობია საკუთარ ბიოლოგიურ მშობელთან გაიზარდოს ბავშვი და ოჯახს 300 ლარი ჰქონდესხელფასი.როგორც ქალაქ თბილისის მერობის  კანდიდატი, და არა როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, გეტყვით, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლად დავიწყებ ინფრასტრუქტურული პროექტების ჯეროვან გამართვას, უფრო გამკაცრებასა და მონიტორინგის წარმოება, რომ ყველგან იყოს ნორმალურად დამონტაჟებული პანდუსი.პანდუსების სისტემას რომ დააკვირდეთ,ვერცერთი შშმ პირი  თანმხლებ პირთან ერთადაც კი ვერ უზრუნველყოფს გადაადგილებას ამ ხიდების საშუალებით.

3.როგორ გადაჭრით ქალაქში პარკირების პრობლემას?
ადმინისტრაციული ხარჯების მიზნობრიობის კონტროლში სწორედ ამას ვგულისხმობ,თუ ეს იქნება კარგად ორგანიზებული,ყველა პრობლემა,რაც ქალაქს აწუხებს,იქნება მოგვარებული.

4.როგორ უნდა შეამციროთ ტარიფები?
ტარიფებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პოზიცია,რომ უკლებლივ ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა უნდა შევამციროთ 10 თეთრით,როგორც შევისწავლეთ,ეს იქნება მიღებული ფორმა, გარდა ამისა, უნდა დადგინდეს ერთი მთლიანი ფასი,რომლის ზევითაც თანხა აღარ გაიზრდება.დანარჩენ შემთხვევვაში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს დანარჩენი ხარჯების დაფარვას.

5.გაქვთ რაიმე ხედვა უსახლკარო ბავშვების პრობლემასთან დაკავშირებით?
ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ვფიქრობ ამის მოგვარებას მხოლოდ თბილისის მერი და მერია ვერ შეძლებს,ამისათვის უნდა შეიქმნას ცალკე სპეციალური პროგრამა და  სახელმწიფო სტრატეგია,მთავრობის დონეზე უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა.რა ტქმა უნდა ბავშვები არის ჩვენი მომავალი,მათზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია  და ჩემი  გამარჯვების შემთხევევაში საფუძვლიანად შევისწავლი ამ პრობლემას,,უნდა დამთავრდეს უსახლკაროებისთვის მხოლოდ ქუჩის კარვების შეათავაზება, ამ ადამიანებს სჭირდებათ საკუთარი ჭერი.

6.რატომ უნდა დაიჯეროს ამომრჩეველმა თქვენი დაპირებები?
ჩვენს გუნდში არიან წარმატებული ადამიანები,არასდროს მოგვიბეზრებია თავი საზოგადოებისთის.პირიქით, სიახლე შემოვიტანეთ პოლიტიკურ ასპარეზზე.ვართ ახლად შექმნილი პოლიტიკური ძალა სადაც არიან წარმატებული მენეჯერები,წარმატებული მედიკოსები,პედაგოგები, ახალგაზრდები საინტერესო იდეებით,პერსპექტივებით. პირველ რიგში, ჩვენ გვჯერა,  რომ მზად ვართ ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაქმნელად,გვაქვს ძალიან ბევრი კონკრეტული ნოვატორული იდეა,რომელსაც დრო და დრო მოქალაქეებს გავაცნობთ.

 .

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s