გიორგი ლილუაშვილი

გიორგი ლილუაშვილითბილისის მერობის კანდიდატი -გიორგი ლილუაშვილი

პარტია – მერაბ კოსტავას საზოგადოება 

სლოგანი – თბილისი – საქართველოს გული, კავკასიის იმედი

საარჩევნო ნომერი – 30

 

1. დაასახელეთ დედაქალაქის სამი პრობლემა რომლის მოგვარებაც გსურთ

1) აუცილებელია დედაქალაქის მერიის სამსახურები დაკომპლექტდნენ კვალიფიციური კადრებით. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში უნდა ავღზარდოთ ან კვალიფიკაცია ავუმაღლოთ უკვე არსებულთ.

2) ხელი უნდა შეეწყოს დედაქალაქში მცირე ბიზნესის განვიტარებას, გაიცეს უპროცენტო სესხები მცირე ბიზნესის განსავიტარებლად, დაეხმაროს დედაქალაქის მერია დამწყებ მეწარმეებს ტეორიული კურსებით ბიზნესის გამართვაში.

3) შეიქმნას მუნიციპალური პოლიციის, ანტი მონოპულიური  და სანიტარულ ეპიდემიოლოგიური სამსახურები,

მაქსიმალურად მიექცეს ყურადღება მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

2. რის გაკეთებას აპირებთ შშმ პირთათვის?

დედაქალაქის მაშტაბით დაიბეგრება სიგარეტის, მაღალ პროცენტიანი ალკოჰოლური სასმელები (200 დან ზევით)  და სათამაშო ბიზნესი შშმ პირთა სასარგებლოდ, ეს ტანხა მოხმარდება მათ ჯამრთელობასა და შშმ პირებისათვის მატი შესაძლებლობებიდან გამომდინარე  შეიქმნება სამუშაო ადგილები.

3. როგორ გადაჭრით ქალაქში პარკირების პრობლემას?

დედაქალაქს ხელშეკრულება აქვს დადებული სითიპარკთან, სადაც გაწერილი მისი მოვალეობები ანუ პარკირების საკიტხის მოგვარება უნდა უზრუნველყოს ამ კომპანიამ მათ შორის მიწის ზედა თუ მიწის ქვედა ავტო სადგომები, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვთხოვ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. უკანონო მანქანების გადაყვანას კი ავუკრძალავ.

განვავითარებ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მასიმალურად გამოვიყენებთ ამ მიზნებისატვის დედაქალაქში არსებულ რესურსებს. მაგალითისათვის მოგახსენებთ ვგეგმავთ მდინარე მტკვრის გამოყენებას სანაოცნო მიზნებისატვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთერთ სახეობასაც შევმატებთ დედაქალაქს. რაც განმუხტავს დედაქალაქში პარკირების და ავტო ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხებას.

4 როგორ უნდა შემცირდეს ტარიფები?

თანამედრო ტექმნოლოგიების დანერგვით მოვახდენთ ენერგო მატარებლების მოხმარების შემცირებას, რაც აისახება კომუნალური გადასახადების გადახდაზე. აგრეთვე გავაკონტროლებთ მომხმარებლისათვის მიწოდებული პროდუქციის ხარისხს, როგოც ბუნებრივ აირზე ასევე ნავთობ პროდუქტებზე, რაც ავტომატურად შეამცირებს ამ პროდუქციაზე მოთხოვნილებას, მაგალიტად ტუ უხარისხო ბუნებრივი აირი 1 ლიტრი წყლის ადუღებას ანდომებს 30 წუთს, ხარისხიანი იგივე რაოდენობას აადუღებს 15 წუთში, შესაბამისად ბუნებრივი აირის მოხმარება და გადასახადიც განახევრდება.

5. გაქვთ რაიმე ხედვა უსახლკარო ბავშვების პრობლემებთან დაკავშირებით?

უსახლკარო მოსახლეობისათვის უნდა შეიქმნას თავშესაფარი. სადაც მათ აღმოუჩენენ სამედიცინო და სტომატოლოგიურ დახმარებას, დააკმაყოფილებენ მეორადი ტანსაცმლით და სამჯერადი კვებით, აგრეთვე მიცემენ პირადი ჰიგიენის ნივტებს და ჯიბის ფულს ელემენტარული მოტხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. აგრეთვე დაეხმარებიან პროფესის შესწავლაში და მათ ცავრთავთ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში.

ამავ დროულად მათთვის იქნება გაცემული ბინათმშენებლობისათვის ხანგრძლივი უპროცენტო სესხი.

უსახლკარო ბავშვებისათვის შეიქმნება სკოლა ინტერნატის ტიპის სასწავლებლები სადაც მომზადდებიან სრულიად უფასოდ ქვეყნისათვის საჭირო პროფესიის მქონე სპეციალისტები,

6. რატომ უნდა დაიჯეროს ამომრჩეველმა თქვენი დაპირებები?

ადამიანისადმი ნდობას განსაზღვრავს მისი წარსული, მის მიერ განვლილი ცხოვრება,

ამავ დროულად მე წარმადგინა ისეთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და გამომიცხადა ნდობა რომელიც საუკუნის მეოთხედია რაც არსებობს და მისი საქმიანობა სრულად მიმართული იყო ქვეყნის გაძლიერებასა და აღმშენებლობაზე. განა სხვა რომელიმე კანდიდატი დაიტრაბახებს ან თავისი წარსულით ან მისი წარმდგენი პარტიით? ამასთან ერთად ჩემს ზურგს უკან დგას საქართველოს ეროვნული აკადემიის მეცნიერ მუშაკთა უზარმაზარი არმია.

განა ეს ყველაფერი საკმარისი არაა იმისათვის რომ ამომრჩეველმა ნდობა გამომიცხადოს?.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s