მიხეილ გელა სალუაშვილი

მიხეილ გელათბილისის მერობის კანდიდატი – მიხეილ (გელა) სალუაშვილი

პარტია  – “უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე”

სლოგანი – ირჩიე სიცოცხლე რათა იცოცხლო

საარჩევნო ნომერი – 7

1.   დაასახელეთ დედაქალაქის სამი პრობლემა, რომლის მოგვარებაც გსურთ.

იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის საკითხი;

დემოგრაფიული პრობლემების დარეგულირება;

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ე.წ. განსახლების ფონდის შექმნა.

2.  რის გაკეთებას აპირებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ამ პრობლემის მოგვარება დამოკიდებულია საბიუჯეტო შესაძლებლობაზე და მოიცავს ისეთ საკითხთა წრეს, როგორებიცაა – საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოგვარება და სხვა.

ამ წლის [2014 წ.] ბიუჯეტი, სამწუხაროდ ორი ძალის “ქოცებისა” და “ნაცების” დანაშაულებრივი თანამშრომლობის შედეგია, და ალბათ პრობლემათა მოგვარებისათვის არ გამოდგება… სრული პაკეტის გათვალისწინება მხოლოდ 2015 წ. ბიუჯეტში შეიძლება მოხდეს.

3.   გაქვთ თუ არა ხედვა და გეგმები ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების თაობაზე.

ამ საკითხის მოგვარება უნდა მოხდეს ახალი ტენდერის გამოცხადებით, რომელიც გარკვეულ საწყის პირობათა შესრულებაზე უნდა იყოს აგებული.

4.    გაქვთ თუ არა გეგმაში კომუნალურ გადასახადებზე ტარიფების შემცირება, და თუ გაქვთ როგორ უნდა შეამციროთ ეს გზაც თუ გაქვთ გათვალისწინებული.

დენზე, ნაგავზე, გაზსა და წყალზე ტარიების შემცირება – ეს არის სპეკულაციის თემა… ამ კუთხით ჩვენ ცრუ დაპირებების მიცემას მოსახლეობისათვის არ ვაპირებთ.

5.   რა გეგმები გაქვთ უსახლკარო ბავშვების პრობლემასთან დაკავშირებით?

ზემოთაც მოგახსენეთ, ჩვენ შემუშავებული გვაქვს სოციალური პროგრამის პაკეტი, რომლის ამოქმედებაც მხოლოდ 2015 წლის ბიუჯეტში მისი ასახვის შემდეგაა შესაძლებელი. უსახლკარო ბავშვების საკითხის მოგვარებისაკენ მიმართული ქმედება ამ მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის გაზრდაზეა დამოკიდებული

6.    რა არის იმის საფუძველი, რის გამოც მოსახლეობა უნდა გენდოთ და თვითმმართველობის არჩევნებში მოგცეთ ხმა?

თითოეულ იმ საკითხზე, რომელსაც ჩვენ შევეხეთ [და არა მარტო მათ შესახებ] ჩვენ შემუშავებული გვაქვს კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გაცნობაც შესაძლებელია ჩვენი პარტიის ელექტრონულ გვერდზე – ufali.ge გარდა ამისა, ჩვენ: №7 ს/გ: „უფლის სახელით – უფალია ჩვენი სიმართლე“ არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებისაგან განსხვავებით – ამომრჩევლებს არ ვთხოვთ ჩვენ დაგვიჭიროს მხარი – მათ ვთავაზობთ გაიაზრონ 23 წლის მანძილზე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული პოლიტიკური ძალების დანაპირები, მათი ასრულების ხარისხი, და არჩევანი გააკეთონ თავისი სულის გადასარჩენად… წინ მოსახლოებული განკითხვის დღე გველის… ამიტომ ყველას ვურჩევთ – სათანადოდ გაიხსენოს უფლის სახელი; მიენდოს უფლისმიერ სამართალს და: აირჩიოს სიცოცხლე, რათა იცოცხლოს… ღმერთმა ყველას მისცეს მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამენ!.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s