საპრეზიდენტო 2013

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

“ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის” ბლოგზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა საარჩევნო პროგრამების ანალიზს, რომლებიც ჩვენმა სტუდენტებმა მოამზადეს.
ამ დროისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი კანდიდატების საარჩევნო პროგრამები:

(საარჩევნო პროგრამების გასაცნობად დააჭირეთ სახელებს)

სერგო ჯავახაძესერგო ჯავახიძე – “სამართლიანი საქართველოსთვის”

უმაღლესი განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში, ეკონიმიკის ფაკულტეტზე.

1990 წელს სააქციო საზოგადოება „მრეწვრკინიგზა” ეკონომისტის თანამდებობაზე, მოგვიანებით განყოფილების უფროსისა და დირექტორის მოადგილეს მოვალეობებს ასრულებდა; 2000 წელს მუშაობდა ქ. თბილისის საგადასახდო ინსპექციის, ისანი-სამგორის რაიონის ინსპექტორის თანამდებობაზე, შემდგომში კი მთავარი ინსპექტორის პოზიციას იკავებდა.

2003 წელი  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი

2004 წელი  ისანი-სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსი. 2004-2005 წლები – ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე. 2005 წლიდან დააფუძნა საბაჟო ტერმინალი „ოპიზა“, სადაც გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

2007წლიდან პოლიტიკური პარტია „სამართლიანი საქართველოსთვის“ გამგეობის წევრია, 2010 წლიდან კი თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. მონაწილეობდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში.

nugzar-avalianiნუგზარ ავალიანი – საინიციატივო ჯგუფი

ნუგზარ ავალიანმა – 1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1983-86 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვში სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. 1970 წლიდან მუშაობდა: თერჯოლის რაიონის არქიტექტორად, საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგედ, წყალტუბოსა დატყიბულის საქალაქო კომიტეტების პირველ მდივნად.

1994 წელს ის არჩეული იყო საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. 2009 წლიდან სეკპ ცენტრალური კომიტეტის თავჯდომარეა.

მამუკა ჭოხონელიძემამუკა ჭოხონელიძე – საინიციატივო ჯგუფი

1993 წელს დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი(ფინანსები და კრედიტი)

იყო საქართველოს აკადემიური ანსაბლების მსახიობ მოცეკვავე

1994-2000 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციაში, 2003 -2004 წლებში კი იკავებდა საქართველოს რკინიგზის კულტურის სასახლის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას.

2004-2007 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.(საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი).

2008-2010 წლებში საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი საქართველოს ახალი-ტექნოლოგიების ეროვნული ბიუროს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

2012-2013 წლებში მუშაობდა უკრაინაში საქართველოს საელჩოში ელჩის მრჩევლიის პოზიციაზე ბიზნესისა და ვაჭრობის საკითხებში.

გიორგი ლილუაშვილი

გიორგი ლილუაშვილი – საინიციატივო ჯგუფი

1992-1996 წლებში სწავლობდა საქართველოს ღია ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი

2003 წლიდან მუშაობდა, საქართველოს ეროვნულ აკადემიასთან არსებულ უნივერსიტეტში, აკადემიის საზოგაროებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. აგრეთვე, კითხულობდა ლექციებს თემაზე:,,საზოგადოების ეკოლოგიური უსაფრთხოების საფუძვლები”.

2006 წლიდან მუშაობს 138-ე საჯარო სკოლაში პედაგოგად.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,მერაბ კოსტავას საზოგადოებამ” წარადგინა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. 2013 წელს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ,,მერაბ კოსტავას საზოგადოებამ” გამოაცხადა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

თარგამაძეგიორგი თარგამაძე –”ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა”

1991-1997 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ფლობს დოქტორის ხარისხის წოდებას ფილოსოფიის დარგში.

1991-1993 წლები ტელეკომპანია “იბერვიზია”

1993-1995 წლები აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1997-1999 წლები -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პრეს-მდივნი.

1999-2003 წლები საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე

2003–2008 წლები  ტელეკომპანია “იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორო,  ყოველკვირეული გადაცემის – “დროება” ავტორი და წამყვანი.

2008 წლიდან დღემდე  “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.

მიხეილ გელა

მიხეილ (გელა) სალუაშვილი – საინიციატივო ჯგუფი

1988 წლის 11 მაისს მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1992 წელს  გახდა სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის დოცენტი.

1983-1989 წლებში ეკავა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, №67 „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაზე ასისტენტის, მასწავლებლისა და უფროს მასწავლებლის თანამდებობები. 1991-1995 წლებში №21 „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის დოცენტი კათედრის გამგის მოადგილე – „დაცვითი ნაგებობების“ უფროსი;

1991 წლის 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო სიით აირჩა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პირველი საკრებულოს დეპუტატად; 1992 წლის იანვარში დაარსა პოლიტიკური ორგანიზაცია, სამართლიანობის აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“; 1992 და 1995 წლებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.

1993 წელს დააფუძნა შპს გაზეთი „არჩევანი“; 1996 წელს შპს ტელე/რადიო კომპანია „ხმა ერისა“; იმავე წლის 9 აპრილიდან  დაიწყო გაზეთ „ზვიადის გზა“-ს გამოცემა; 1996 წელს დააარსა საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“ და დაარსების დღიდან არის მისი თავმჯდომარე. 2003-2004 წლებში ეკავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობა; 1992-2011 წლებში კი იყო სამართლიანობის აღდგენის კავშირი „ხმა ერისა“-ს დარბაზის თავმჯდომარე; 2011 წლის 23 დეკემბერიდან არის ამავე კავშირის ლასკარის თავმჯდომარე.

1-margvlesvili-giorgiგიორგი მარგველაშვილი – “ქართული ოცნება”

1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი; 1994 წელს კი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, სოციოლოგიის სპეციალობა.1998 წ. დაიცვა ხარისხი ფილოსოფიაში და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1995 წლიდან კი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI) მუშაობდა თავდაპირველად თარჯიმნის, შემდეგ კი ასისტენტის თანამდებობაზე.

2000-2006 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორის თანამდებობას იკავებდა. 2006-2010 წლებში გიორგი მარგველაშვილი კვლევითი დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2010-2012 წლებში კი ისევ GIPA-ს რექტორის თანამდებობას დაუბრუნდა.

2012 წელს, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამდე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს იკავებდა.

თემურ  მჟავიათეიმურაზ მჟავია – ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1990 წელს ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს წმიდა ილია მართლის საზოგადოების აფხაზეთის რეგიონულ ორგანიზაციას. იმავე წელს გახდა საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აფხაზეთში.

თეიმურაზ მჟავია არის საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს, ხოლო 1991 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მე-12 მოწვევის დეპუტატი საარჩევნო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“.

2004-2009 წლებში იგი თავმჯდომარეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, ამჟამად კი არის აღნიშნული საბჭოს ფრაქცია „დემოკრატიული რეფორმებისათვის“ თავმჯდომარე.

xaratishvili2ზურაბ ხარატიშვილი – საქართველოს ევროპელი დემოკრატები

1992 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1996 წელს მიიღო ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის დიპლომი.

1992-1996 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. „გეა და კომპანიის“ მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. 1996-1998 წლებში კი გახდა აუდიტორული კომპანია „ბირთვისი აუდიტის“ პარტნიორი.

1998 წელს მან დააფუძნა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია,სადაც 1998-2004 წლებში ასრულებდა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობებს,ხოლო 2004-2006 წლებში იკავებდა ფედერაციის გამგეობის,თავმჯდომარის პოზიციას. 2000-2009 წლებში იგი ასევე იყო საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG-ის აღმასრულებელი დირექტორი.

2008-2010 წლებში გახდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი,ხოლო 2010 -2013 წლებში ასრულებდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს.

nino_burjanadzeნინო ბურჯანაძე – პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“

1981-1986 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.იმავე წელს,1986 წელს სწავლა განაგრძო მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ასპირანტურაში.

1990 წელს დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრობლემებზე და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.1991 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის დოცენტი.

1991-1992 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი,1992-1995 წლებში კი  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი.1995 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 2000-20001 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.

2001 წლის ნოემბერში საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.  1999-2002 წლებში იყო ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე. 2001- 2008 წლებში კი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური  თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ზურაბ ჟვანიასთან ერთად იყო საარჩევნო ბლოკის „ბურჯანაძე-დემოკრატები“-ს ლიდერი.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2003 წლის 23-ნოემბრიდან 2004 წლის 25 იანვრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. 2004 – 2008 წლებში კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე კვლავ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას. 2008 წლის ივლისში დააარსა „დემოკრატიული განვითარების ფონდი“,რომლის პრეზიდენტი გახდა თავად.

2008 წლის დეკემბერში იქნა არჩეული მისივე ინიციატივით დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“-ს თავმჯდომარედ.  2013 წლის 27-ოქტომბრის არჩევნებში „სახალხო კრებამ“ და დემოკრატიულმა მოძრაობამ“  ნინო ბურჯანაძე დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად.

77949c7dd481aa3aefdf70bd41e26344შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტია”

1981წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1989 წელს კი სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურა, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. (მოსკოვი) 2004 წელს კი გაიარა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერთა პროგრამა (ვაშინგტონი)

1981 – 1992წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურაში იყო სტაჟიორი; გამომძიებელი; უფროსი პროკურორი, პარტიული კომიტეტის მდივანი; საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი.
1992 – 1999წლებში იყო საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით არჩეული დამოუკიდებელი დეპუტატი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე; პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის სარედაქციო კომისიას ხელმძღვანელობდა.

შალვა ნათელაშვილი 1995 წლიდან დღემდე, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. აგრეთვე არის მსოფლიოს იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო სამართლის ასოციაციის წევრი..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s