ნუგზარ ავალიანი

nugzar avalianiნუგზარ ავალიანი – საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი

თავისუფალი საქართველო-სახალხო ხელისუფლებას

პლუს ქვეყნის ენერგო უზრუნველყოფა!“

ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ნუგზარ ავალიანის კანდიდატურა წარადგინა. ავალიანი, რომელიც ამავდროულად პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანია საქართველოს მომავალს სოციალიზმში ხედავს. პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,  რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით პირდება.

„ტერიტორიული მთლინობა ჩვენთვის ნომერ პირველი საკითხია, მაგრამ საქართველოს გამთლიანება რუსეთის გარეშე ვერ მოხერხდება. არ გამოვა რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა დაიჭირო და ნატოსთანაც ტრფიალებდე. საუკუნეებია ერთად ვართ, ერთმანეთის გვერდი-გვერდ და ეხლა გავრბივართ შორს. მათი საზომით ეს ღალატის ტოლფასია. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის კომუნისტურ პარტიებთან. ამიტომ კომუნისტებს ყველაზე მეტი შანსი გვაქვს საქართველოს გამთლიანება შევძლოთ. თუ საზოგადოება გვენდობა, ენდობა კომუნისტების უძლიერეს იდეოლოგიას: „მარქსიზმ-ლენინიზმი და სახელმწიფოს სტალინური პრაქტიკა“, საქართველო აყვავდება, თუ არადა, განწირულები ვართ!“

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას ავალიანი მოსახლეობას სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემების მოგვარებას, კულტურის, განათლების, ჯანმრთელობის სფეროების აღდგენას, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის აღორძინებას პირდება. ნუგზარ ავალიანის საპრეზიდენტო პროგრამა ნაკლებ ხელმისაწვდომია. ამის მიზეზი კი, როგორც თავად განმარტავს, სახსრების ნაკლებობაა. მისი მოპოვება ჩვენ
„ი.სტალინის სახელობის ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმში“ შევძელით.

უფრო დეტალურად ავალიანის საპრეზიდენტო პროგრამის თეზისებს ქვემოთ გთავაზობთ:

1.პრინციპულად დაისვას საკითხი საჭიროების შემთხვევაში ზიანის მომტანი იმ კანონებისა და საკანონმდებლო აქტების გაუქმების შესახებ, რომელიც უკანასკნელი ოცზე მეტი წლის განმავლობაშია მიღებული, შემუშავდეს და საყოველთაო განხილვისათვის წარედგინოს მოსახლეობას ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც დამტკიცდეს სათანადო რეფერენდუმის შემდეგ და მას ეწოდოს „ქართველი ხალხის კონსტიტუცია-ძირითადი კანონი“ და რომელმაც დააფუძნოს სოციალისტური ყაიდის „საქართველოს სახალხო რესპუბლიკა“.

2.დადგინდეს:

-საკანონმდებლო ორგანოდ: საბჭოური ტიპის სახალხო კრება და შესაბამისი რეგიონული ადგილობრივი ორგანოები;

-აღმასრულებელ ორგანოდ: სახალხო მინისტრთა საბჭო და შესაბამისი რეგიონული და ადგილობრივი ორგანოები;

– აღდგეს სახელმწიფო მართვის საბჭოური ძირითადი სტრუქტურები.

3.საქართველო უნდა იქნეს საკანონმდებლო მართველობის რესპუბლიკა, რომლის აღმასრულებელი ხელისუფლება ჩამოყალიბდება წამყვან პოლიტიკურ პარტიათა ფართო კოალიციური თანამშრომლობით და მოსახლეობის უპარტიო აქტივის მონაწილეობით.

4.საფუძვლიანად შემუშავდეს და მიღებულ იქნეს ახალი საარჩევნო კანონი და შესაბამისი დებულებები.

5.კანონით იქნეს გათვალისწინებული იმ დეპუტატების და არჩეული თანამდებობის პირების გამოწვევა, რომლებიც ვერ გაამართლებენ ხალხის ნდობას.

6.ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მიიღონ პიროვნების უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, მოვალეობის შესრულების, აღმასრულებლობის მყარი გარანტიები, უზრუნველყოფილი იქნეს სიტყვის რეალური თავისუფლება, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნებისა და მამის სახელის აღდგენა.

7.კეთილსინდისიერი, ადამიანური, ექსპლუატაციისაგან თავისუფალი შრომა იქცევა თითოეული მოქალაქის აუცილებელ ატრიბუტად და ღირსების საქმედ, მას დაიცავს კონსტიტუცია და მოხდება სპეციალური კონონით მისი რეგულირება.

8.მშრომელ ხალხს, ხალხის სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს ბნელი ძალების მიერ მიტაცებული ქონება, პირველ რიგში – ბუნებრივი სიმდიდრეები, გადაიხედოს სამარცხვინოდ ჩატარებული პრივატიზებისა და ვაუჩერიზაციის შედეგები, ამოქმედდეს ნაციონალიზების მექანიზმი.

9.მოძმე ხალხებთან და ქვეყნებთან კავშირების აღდგენის კვალობაზე უნდა აღორძინდეს ერთიანი, გეგმური სახალხო-სამეურნეო კომპლექსი, საქართველო უნდა გახდეს მსოფლიოს მოწინავე ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანა, რისთვისაც პირველ რიგში:

– აღდგენილ იქნეს ინდუსტრიული პოტენციალი, მრეწველობის ტრადიციული დარგებთან ერთად განვითარდეს ახალი, თანამედროვე, მეცნიერებატევადი დარგები;

– განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქვეყნის სასურსათო და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ქართული სოფლის, მძლავრი სოფლის მეურნეობის აღორძინებას მრავალმხრივი, საინტერესო და სავსებით რეალური პროგრამის საფუძველზე;

– პარალელურად ჯეროვნად უნდა განვითარდეს სახელმწიფო კაპიტალური მშენებლობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, რომელთა მაღალი დონის გარეშე შეუძლებელია მასობრივი უმუშევრობის დაძლევა, ქვეყნის წინსვლა-განვითარება.

10.უნდა მოხდეს საბანკო სისტემის სრული რეფორმირება.

11.საფუძვლიანად გადაიხედება საგადასახადო სისტემა.

12.უნდა განხორციელდეს სიღარიბე-სიღატაკესთან ბრძოლის განსაკუთრებული პროგრამა საქმით და არა სიტყვით.

13.აღდგენილ უნდა იქნეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა საბინაო-კომუნალური სფეროსადმი.

14.გარანტირებულ უნდა იქნეს მაღალი დონის, ყველასათვის ხელმისაწვდომი უფასო სამედიცინო მომსახურება, აღდგეს მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაცია, განმტკიცდეს დარგის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოხდეს ხარისხიანი და იაფი სამკურნალო წამლით უზრუნველყოფა.

15.გადაუდებლად უნდა აღდგეს ეროვნულ ნიადაგზე საყოველთაო უფასო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო და უფასო უმაღლესი განათლების სისტემა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს პროფტექნიკურ, საშუალო-ტექნიკურ და საშუალო-სფეციალურ განათლებას.

16.საჭირო საბიუჯეტო სახსრები წარიმართება სახელოვანი ქართული მეცნიერების აღორძინებისაკენ, მრავალსაუკუნოვანი, უმდიდრესი ქართული ლიტერატურისა და კულტურის დაცვისა და შემდგომი განვითარებისაკენ, მდიდარი ტრადიციების ქართული სპორტის აღორძინება-განვითარებისაკენ.

17.ჯეროვანი ყურადღების საგანი გახდება დედისა და ბავშვის პრობლემები, მოხუცებულების, ინვალიდების, შრომისუნარშეზღუდულ მოქალაქეებისათვის ზრუნვა, ახალგაზრდათა საკითხების მოგვარება.

18.გადაუდებელი, ეფექტური ღონისძიებები განხორციელდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან ერთად მართლწესრიგის დონის ამაღლებისათვის, სახელმწიფო და საზოგადაებრივი უსაფრთხოების დაცვისათვის. აყვავებული საქართველოს მოქალაქემ თავი ყოველმხრივ დაცულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს.

19. გადაუდებელი ზომები უნდა იქნეს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, ქვეყნის მმართველობის იურისდიქციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებისათვის. ამ მიზნით საფუძვლიანად უნდა აღდგეს კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან, კატეგორიულად ეთქვას უარი ნატოს.

20.ერთობლივი რეგიონთაშორისი გეოპოლიტიკის შედეგად ღირსეული წვლილი უნდა შევიტანოთ საყოველთაო მშვიდობისა და პროგრესის, საბოლოო ჯამში-მშრომელი ადამიანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, მისი უფლებების დაცვისა და მოვალეობების აღსრულების გარანტიების შექმნის საქმეში არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევრაზიის კონტინენტზე, მთელს მსოფლიოში..

One thought on “ნუგზარ ავალიანი

  1. Pingback: ახალი პრეზიდენტი ახალი უფლებამოსილებებით « ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s