გიორგი ჩიხლაძე

სამწუხაროა, რომ ჩემთვის, როგორც ერთი ჩვეულებრივი ამომრჩევლისთვის რთული აღმოჩნდა საპრეზიდენტო კანდიდატის- გიორგი ჩიხლაძის ოფისთან დაკავშირება და უშუალოდ საპრეზიდენტო პროგრამის მოპოვება, რათა შემდგომ მისი ანალიზი წარმომედგინა, ამიტომ გთავაზობთ “Netherlands Institute for Multiparty Democracy, south Caucasus”-ის მიერ ჩატარებული ინტერვიუს მოკლე მიმოხილვას.

პრეზიდენტობის აღნიშნული კანდიდატი წინა პლანზე აყენებს დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებს და შემდგომ -თავდაცვისა თუ საგარეო საკითხებს.
განათლებასთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს ამ სფეროში ჩართული მომუშავეების გადამზადებასა და დასავლეთის სტანდარტებთან გათანაბრებაზე, ასევე განსაკუთრებული მოსწრების მოსწავლეებისა და სტუდენტების სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაზე. სახელმწიფო უნივერსიტეტების გადასახადის საკითხს, მხოლოდ გრანტების რიცხვის გაზრდის კუთხით ეხება.
“საშემოსავლო დაბეგვრიდან უნდა განთავისუფლდეს მოსახლეთა ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 300 ლარს”. ამ  გზით ის საგადასახადო სისტემის ამერიკულ მოდელს გვთავაზობს. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისიც ეკონომიკის ზრდისა და ქვეყნის დაწინაურების ერთ-ერთ პირველ წინაპირობად მიიჩნევს. გვთავაზობს ასევე უმუშევართა სარეგისტრაციო ოფისების შექმნას, სადაც გადაამზადებენ  შედარებით დეფიციტური პროფესიების მიმართულებით.
ჯანდაცვისა და სოც.უზრუნველყოფის სფეროებშიც  მოქალაქეთა ყველა ფენისთვის აუცილებელ სამედიცინო დაზღვევის პოლისებს გვპირდება.
ტერიტორიული მთლიანობის მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ის არ ემხრობა ხისტ პოლიტიკას და ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა სფეროების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გვპირდება ხალხთა შორის ნდობის აღდგენას.
ეთნიკურ თუ სხვა უმცირესობებზე საუბრისას, კანდიდატი წინ წამოსწევს  მოქალაქეობრის ისნსტიტუტის განვითარებას, რაც ხელს სეუშლის ეთნიკურ დონეზე ხალხების დიფერენციაციას.
იგი მკაფიოდ გამოკვეთს, რომ უნდა გაგრძელდეს სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან, თუმცა ასევე ამბობს, რომ გასათვალისწინებელია რუსეთის თუ სხვა მეზობელი ქვეყნების საგარეო კურსიც. რადიკალური მიმართულების კომენტარები ამ ასპექტშიც არ გვხვდება.
რეგიონის მასშტაბით, გიორგი ჩიხლაძე საქართველოს განიხილავს როგორც საიმედო ტრანზიტულ გზას და როგორც ბერკეტს პოლიტიკური ურთიერთობების დაბალანსებისა.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ კანდიდატს დაუშვებალდ მიაჩნია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლება, ის დასაშვებად თვლის მხოლოდ არაგრძელვადიანი იჯარით მიწის გაცემას.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s