მამუკა ჭოხონელიძე

მამუკა ჭოხონელიძემამუკა ჭოხონელიძე თავის საპრეზიდენტო საქმიანობას აფუძნებს, ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) საერთო ნიადაგის თეორიაზე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროების უსწრაფეს განვითარების გზებს, ხოლო ეს უსწრაფესი განვითარების გზები რა არის,  პროგრამაში აღნიშნული არ არის, არც ისაა ნაჩვენები „ეს უსწრაფესი გზები“ თანამედროვე სამყაროში, თანამედროვე პრობლემების გადაჭრის უსწრაფეს გზად გამოდგება თუ არა, ეს საკითხები  ემპერიულად არ არის შესწავლილი.

პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, არცერთ ხელისუფალს ყურადღება არ მიუქცევია ილია მართლის დარგობრივ-ეროვნულ კონცეფციებისთვის, რასაც ქვეყნის არასწორად განვითარების მთავარ მიზეზად მიიჩნევს. მამუკა ჭოხონელიძს აზრით, ყველა ქვეყანას თავისი ისტორიული განვითარების გზა აქვს, რაც ყველაზე კარგად შეამჩნია ილიამ, კონცეფციის სახით ჩამოაყალიბა და დღეს  ქვეყანის უსწრაფესი განვითარებისთვის, მისი შესწავლაა საჭირო.

იმის გამო, რომ ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) კონცეფციებზე არ დავაფუძნეთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით:

„შედეგად მივიღეთ უცხო ქვეყნების იდეოლოგიური გააქტიურება, რის გამოც უხეშად ირღვევა ადგილობრივი ძირძველი სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის ინტერესები“. ასევე სახეზე გვაქვს საზოგადოების დეგრადაციის პროცესი, რადგან მისი თქმით, ხდება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, რაც მართლმადიდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ამასთან პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა ჭოხონელიძე მიიჩნევს, რომ ხდება ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური პროცესები, რომელიც „უხილავი ხელის“ მიერ ხორციელდება

ამ საკითხების დასარეგულირებლად პრეზიდენტობის კანდიდატი 4 პუნქტიანი გეგმას სთავაზობს საზოგადოებას, უფრო დეტალურად ქვემოთ იხილეთ კანდიდატის საპრეზიდენტო პროგრამა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის , მამუკა ჭოხონელიძის განცხადება!

ჩემი საქმიანობა დაფუძნებულია წმინდა ილია მართლის, ილია ჭავჭავაძის საერთო ნიადაგის თეორიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის აღორძინებასა და განვითარებას იტორიული განვითარებისა და თანამედროვე მსოფლიო ტექნიკური პროგრესის საფუძველზე.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოს არცერთმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია დიდი ილიას დარგობრივ ეროვნულ კოცეფციებს, რომელშიც მოცემულია ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის, მცნიერების, კულტურისა და ხელოვნების უსწრაფესი განვითარების გზები.

შედეგად მივიღეთ უცხო ქვეყნების იდეოლოგიური გააქტიურება, რის გამოც უხეშად ირღვევა ადგილობრივი ძირძველი სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის ინტერესები.

მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ფონზე გვთავაზობენ საზოგადოების დეგრადაციას ერთსქესიანთა ქორწინების დამკვიდრების საშუალებით, რითაც უხეშად ირღვევა

მართლმადიდებელი ქრისტიანობის უზენაესი პრინციპები.

მიმაჩნია რომ საქართველოში ფარული, შენიღბული ფორმით, “უხილავი ხელის”მიერ ხორციელდება კარგად ორგანიზებული ანტი ეროვნული და ანტი ნაციონალური საქმიანობა,რისთვისაც მიზანშეწონილად მიმაჩნია გავაკეთო შემდეგი განცხადება:

1-საზოგადოების თითოეული წევრის მიზანია: ამხილოს და გამოავლინოს ანტი ეროვნული და ანტი სახელმწიფოებრივი, ასევე ანტი მართლმადიდებლური მოვლენები, რომელიც უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსაახლეობის ინტერესებს.

2-მივმართავ საქართველოს მოსახლეობას: სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს,მეცნიერებსა და მწერლებს,მოსწავლე ახალგაზრდობასა და სტუდენტებს,დავიწყოთ დიდი გაერთიანების პროცესი.

“ილია ჭავჭავაძის “. “საერთო ნიადაგის” თეორიის კომპლექსური გეგმა-პროექტის განხორციელების მოთხოვნით,რომელსაც წარვუდგენ საქართველოს მთავრობას.

3- თხოვნით მივმართავ საქართველოს პარლამენტს და პირადად პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, დაიწყოს ილია ჭავჭავაძის დარგობრივი ეროვნული კონცეფციების მეცნიერულად შესწავლა-განხილვა და რეალურად განხორციელება.

4- უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით მივმართავ საქართველოს კათოლიკოს პატრარქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილიაII-ს, მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებას, აქტიურად დაგვიჭირონ მხარი ილია მართლის(ილია ჭავჭავაძის) პროგრამის განხორციელების მოთხოვნით მრევლის გაერთიანებაში, რაც მოგვცემს საშუალებას დავაფუძნოთ ერთიანი სამოქალაქო საზოგადოება.

პატივისცემით. მ. ჭოხონელიძე. 30.09. 2013.

—————-.

One thought on “მამუკა ჭოხონელიძე

  1. Pingback: ახალი პრეზიდენტი ახალი უფლებამოსილებებით « ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s