სერგო ჯავახიძე

სერგო ჯავახაძე

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი, სერგო ჯავახაძე,  მთავარ მოტივად ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ასახელებს. სამართლიანობა, ერთიანობა, კეთილდღეობა, ესაა მისი ერთგვარი სლოგანი, რომლით ხელმძღვანელობასაც აპირებს არჩევის შემთხვევაში.
მის ძირითად გეგმას წარმოადგენს :

  1. 1.    სახელმწიფო მართვის საპარლამენტო სისტემა  (ევროპულ მოდელი) რაც ,  მისი თქმით, პოლიტიკური თანხმობის მიღწევაში, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების განვითარებაში, ქვეყანაში ავტორიტარიზმის და ერთპიროვნული მმართველობის თავიდან აცილებაში, სტაბილური, დემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებაში, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასა და საქართველოს განვითარებაში დაეხმარება ქვეყანას.

  2. 2.    საპარლამენტო მმართველობის პირობებში (2%-იანი ბარიერის დროს), პარლამენტში აირჩევა ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, რომლებიც ორგანულად იქნებიან დაინტერესებულნი  სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით, ასევე ხელისუფლების მშვიდობიანად, კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში ცვლილებით. სახელმწიფო მეთაური კი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ. კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებად კი მიიჩნევს პოლიტიკური პარტიების გააქტიურებას. 

  3. საპარლამენტო მოწყობის პირობებში შეიქმნება პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლება – მთავრობა. საპარლამენტო მოწყობა კი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, გაათავისფულებს კერძო საკუთრების ინსტიტუტს და მეწარმეობას მმართველი ჯგუფის წნეხისგან. ასევე ხელს შეუწყობს კანონის უზენასეობას.

რაც შეეხება საბიუჯეტო პოლიტიკას, გეგმავს მნიშვნელოვან ცვლილებებს, ეს ცვლილებები კი ეხება განათლებასა და მეცნიერებას სფეროს, რომლის დაფინანსების  2-ჯერ გაზრდას პროგნოზირებს, რაც იქნება შმპ-ის 4% და შეადგენს 850 მლნ ლარს, ასევე ჯანდაცვის დაფინანსების  3-ჯერ გაზრდას. ხოლო ძალოვან სტრუქტურებისა და  თავდაცვის დაფინანსების 2-ჯერ შემცირებას.

„ჩვენ მივაღწევთ : საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიან, 8-12%-იან ზრდას;
სტაბილური სამუშაო ადგილების სწრაფად შექმნას.
სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, ქართველი გლეხის გაძლიერებას და სიამაყის დაბრუნებას.
სამართლიანი და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას და მოსახლეობის სოციალურ დაცვას, სახელმწიფოს მხრიდან;
სამედიცინო მომსახურეობით მოსახლეობის 70% -ის უზრუნველყოფას;
ნარკომანიის წინააღმდეგ სწორი ბრძოლით ერის გადარჩენას.“

განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას გეგმავს სოციალურად დაუცველებზე, პენსიონრებზე, დევნილებზე, რომელბიც ისარგებლებენ სახელმწიფო დაზღვევის საბაზისო პაკეტით.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კი გეგმავს ექსპორტის მხარდაჭერას, კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ფალსიფიკაციასთან ბრძოლას, სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელებას, რაც გულისხმობს ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, სარწყავ და სადრენაჟო  სისტემების შექმნას,  ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მხარდაჭერას.

ინფრასტრუქტურის განვითარებას პრიორიტეტად ასახელებს:

  • გაზიფიკაცია და განათება – „თბილი და განათებული ქვეყანა;“
  • ტრანსპორტი და გზები – „უკეთესი გზით მივიდეთ ყველგან;“
  • წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემა და დასუფთავება – „სუფთა წყალი და სუფთა გარემო;“

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ არჩევანს მკაფიოდ აფიქსირებს,რომელსაც აფუძნებს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ გაკეთებულ არჩევანზე, რომელიც გულისხმობს დემოკრატიისა და თავისუფლების სურვილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას,მეზობელ ქვეყნებთან კი ღია, სტაბილური და მეგობრული პოლიტიკის განხორციელებას. პირველ რიგში კი გეგმავს დიალოგს, კონტრპროდუქტიული  ულტიმატუმების წამოყენების გარეშე, რუსეთთან და ამით შეეცდება აღადგინოს კულტურული და ეკონომიკური კავშირი. აფხაზებთან და ოსებან ურთიერთობის აღდგენის საწყის ეტაპადაც დიალოგის წამოწყებას ასახელებს :
„საქართველო ვერ იარსებებს აფხაზებისა და ოსების გარეშე; მაგრამ ვერც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იარსებებს საქართველოს გარეშე;“
პარალელურად კი განაგრძობს ქვეყნის გაძლიერებას, უარს ამბობს ომით კონფლიქტების მოგვარებაზე, „რეზერვისტებზე“ და სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე. რაც შეეხება არმიას, ის აპირებს NATO-ს შესაბამისი სტანდარტებით მშენებლობას, კერძოდ დაფინანსებას მშპ-ის 2 პროცენტით და საერთაშორისო ოპერაციებში ქართული ჯარის მონაწილეობას.

დაბოლოს, შეჯამების სახით, სერგო ჯავახაძის მთავარი პოლიტიკური ამოცანის შესახებ:

  • საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სწორი საგარეო პოლიტიკის წარმართვა;
  • საქართველოს გაერთიანება;
  • თვისობრივად შეცვლა სახელმწიფო მოწყობისა და მართვის სისტემის, რაც მისი თქმით გამორიცხავს ბელადომანიას და ავტორიტარული რეჟიმის აღმოცენებას.

 

 

მასალა მოპოვებულია – www.mjfg.ge      (სამართლიანი საქართველოს ოფიციალური ვებგვერდი)

მოამზადა მაკო ცუცქირიძემ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s