გიორგი ლილუაშვილი

გიორგი ლილუაშვილისაინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, რომელიც ,,საქართველოს ეროვნული აკადემიის” ვიცე პრეზიდენტია, თავის პროგრამაში პრიორიტეტად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას გამოყოფს,

,,მე და ჩემი გუნდი ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის,რომ, ჩემი პრეზიდენტობის ვადის გასვლამდე საქართველოს იურისდიქციაში აღსდგეს აფხაზეთი და სამაჩაბლო!!! დევნილები კი თავაწეულნი ღირსეულად დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს!”-ამბობს ლილუაშვილი.

გიორგი ლილუაშვილის საპრეზიდენტო პროგრამა:

1. ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება და ამისათვის საკანონმდებლო დონეზე ხელის შეწყობა.
შიდა ვალების გასტუმრების დაწყება პირველ რიგში მეანაბრეთა გასტუმრება (გასტუმრების პროცედურა უახლოეს 2 თვეში უნდა დაიწყოს)

2. განათლების სისტემის დახვეწა, განვითარება, ყველასათვის ხელმისაწვდომობა. (სახელმწიფო სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრულად სახელმწიფო დოტაციაზე გადასვლა) აღმზრდელთა და მათი თანაშემწეებისათვის, პროფესორ მასწავლებელთათვის ხელფასების ზრდა, დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით.

3. ჯანდაცვის სისტემების დახვეწა. სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და მოსახლეობისათვის ამ სერვისის ხელმისაწვდომობა. სამკურნალო პრეპარატების ადგილობრივი წარმოების განვითარება და ხელშეწყობა. (რაც სამუშაო ადგილებისა და წარმოებული პროდუქციის დაბალ ფასებს განაპირობებს) სამედიცინო პერსონალისათვის ხელფასების ზრდა მათი დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით.

4. განხორციელდეს საპენსიო ასაკის დაწევა მამაკაცების 60 წლამდე ხოლო ქალბატონების 55 წლამდე. მუშაობის შემთხვევაში შეუნარჩუნდეთ კუთვნილი პენსია და ხელფასი. განისაზღვროს და რეალურად საბაზრო ფასების გათვალისწინებით დადგინდეს საარსებო მინიმუმი.

5. სოფლის მეურნების განვითარება, უნაყოფო მიწების გაკეთილშობილება. სოფლის მოსახლეობისათვის მოყვანილი პროდუქციის გასაღება გაყიდვაში ხელის შეწყობა. შემნახავ_გადამამუშავებელი საწარმოთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

6.  ქართული არმიის თანამედროვე სტანდარტებამდე მიყვანა და ნატოში გაწევრიანება.

7 ომისა და შრომის ვეტერანთათვის ღირსეული პენსიებისა და შეღავათების დაწესება.(გაუქმდეს პენსიონერთა დაყოფა ზვიადის, შევარდნაძის და მიშასდროინდელ ვეტერანებად, მათი პენსიები განისაზღვროს სტაჟის და დამსახურების მიხედვით)
დაწესდეს ვეტერანთათვის ინდივიდუალური და კოლექტიური ბიზნესის წარმოების შემთხვევაში, შესატყვისი შეღავათები.
თანამედროვე სტანდარტებამდე იქნეს მოყვანილი ვეტერანთა ჰოსპიტალი. გაიხსნას მათთვის განკუთვნილი სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრები.

8. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ცალკეული ნოზოლოგიის მქონე ადამიანებისა და უპატრონო ბავშვების პრობლემებს. გატარდეს ქმედითი ღონისძიებები მათი განათლება, დასაქმებისა და საზოგადოებაში აქტიური ინტეგრაციისათვის.

9.  საპატრულო პოლიციის და სამართალ დამცავი ორგანოების დახვეწა. თანამშრომლების მომზადება, გადამზადების სრულყოფა.

10.  ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა საჯარიმო ტარიფების გადახედვა და შემცირება სახელმწიფოში არსებული მინიმალური ხელფასის გათვალისწინებით.

11.  მოხდეს პენინტენციალური სისტემის რეფორმირება. საპყრობილის ტიპის სასჯელაღსრულების სისტემა შეიცვალოს შერეულით. საპყრობილე, შრომა გამოსწორების ზონა, ჩასახლება-გადასახლება. გაიზარდოს მსუბუქი და შედარებით მსუბუქი დანაშაულებისათვის სასჯელის მომხდელთათვის ახლობლების მონახულების დრო და მისი ხანგრძლივობა. შეიქმნას ოჯახური წყვილებისათვის შეხვედრის ოთახები.

12.  განხილულ იქნეს ნარკომანია, როგორც დაავადება. გაიზარდოს ნარკომანიით და ალკოჰოლიზმით დავადებულთა მკურნალობის სახელმწიფო დაფიანსება, მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.

13. ალტერნატიული პირადობის მოწმობების გაცემა (როგორც ჩიპიანი, ასევე ჩიპის გარეშე)

14. დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები რაც საშუალებას მოგვცემს ენერგო მატარებლების (დენის, ბენზინის, დიზელისა და გაზის) მოხმარების შემცირებას და შესაბამისად ნაკლები ტანხის გადახდას

დაიწყოს დასაქმების პროგრამა. ხელი შეეწყოს წარმოებებისა და მცირე ბიზნესის განვითარებას. დაწესდეს საგადასახადო შეღავათები, გაიცეს დაბალპროცენტიანი (3-5%) სესხები ბანკებიდან, მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის. ქვეყნის ინდუსტრიულ რაიონებში თავმოყრილ ქარხნების და საამქროების რეაბილიტაცია გათანამედროვეობა და ამ რაიონებში მაცხოვრებელი პროფესიონალი სპეციალისტების დასაქმება.
აგრეთვე გაიხსნას გადამზადების და დახელოვნების კურსები რათა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება.

  • დაფინასდეს და დაიწყოს ამორტიზირებული და შესაკეთებელი საცხოვრებელი ფართების შეკეთება გამაგრებითი სამუშაოები.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შეკეთდეს და კეთილმოეწყოს საჯარო სკოლები.
  •  გაგრძელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამეურნეო დამხმარე მიწების საქართველოს მოსახლეობისათვის დამტკიცების და საკუთრებაში გადაცემის გამარტივებული პროცედურები.
  •  თანამედროვე ტექნოლოგიებით და სტანდარტით გზებზე დაიგოს საასფალტე საფარი, ამავ დროულად გათვალისწინებული იყოს სანიაღვრე არხები (რათა არ მოხდეს წვიმის წყლის საცხოვრებელ სახლებში შევარდნა და გზების დატბორვა)
  • ხელი შეეწყოს ქვეყნის მოსახლეობის სპორტულ და კულტურულ განვითარებას. სპორტული და მხატვრულ ინტელექტუალური შეჯიბრებებისა და კონკურსების მოწყობით. ბიბლიოთეკის გათანამედრობით როგორც ტექნიკური ბაზის განახლებით ასევე სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის შევსებით.
  •  აუცილებლად მისახედია საქართველოსში მაცხოვრებელ დევნილთა საბინაო და სოციალური პრობლემები. დევნილთა დასაქმების ხელშეწყობა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო ბიზნესში. კერძო ბიზნესში მათთვის საგრძნობი შეღავათების დაწესება.
  • მოხდეს საქართველოს ტყე პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა.

მასალა მოპოვებულია გიორგი ლილუაშვილის facebook-ის ოფიციალური გვერდიდან

მოამზადა თეონა ელიზარაშვილმა.

One thought on “გიორგი ლილუაშვილი

  1. Pingback: ახალი პრეზიდენტი ახალი უფლებამოსილებებით « ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s