გიორგი მარგველაშვილი

1-margvleSvili-giorgiპრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამაში უმნიშვნელოვანეს პრიერიტეტად იკვეთება ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, განათლების ხარისხის ამაღლება, ჯანდაცვის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უსაფრთხოება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პროგრამა ასევე ითვალისწინებს თვითმართველობის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების, სასამართლოს, ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო ურთიერთობის ისეთ პოლიტიკას, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ  პრობლემების მოგვარების გზები და მექანიზმები ძალიან ზოგადად, ლაკონურადაა მოცემული. პროგრამა არ ითვალისწინებს დასახული მიზნების მიღწევის მიახლოებით დროს. მოკლედ, ლაკონურად ჩამოყალიბებულია ის ზოგადი ხედვა, თუ როგორი ქვეყანა უნდა მივიღოთ 5 წლის შემდეგ.

გიორგი მარგველაშვილის პრიორიტეტები:

  1. „ეკონომიკის განვითარება: სტაბილური გარემოს შექმნა, არსებული პოტენციალის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა, ბაზრების გაფართოება, საერთაშორისო ეკონომიკური პროექტების უფრო ინტენსიური ჩართვა. ადამიანთა კეთილდღეობა მხოლოდ ქონებრივი მგომარეობას არ გულისხმობს. გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა პასუხისმგებლობით ეკიდება ადამიანის კულტურულ, ისტორიულ, ეკოლოგიურ გარემოს. განიხილავს მას არა უბრალოდ საქონლად, არამედ ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, თვითრეალიზაცისთვის აუცილებელ სივრცედ. დღეს ვითარება ჩვენგან ითხოვს არა უბრალოდ არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას, არამედ არსებით ცვლილებას – ეკონომიკის დაფუძნებას პრინციპულად ახალ, პროგრესულ მიდგომებზე, ამიტომ ჩვენ შევქმნით არსებითად განსხვავებულ, ჩვენი რეალობისთვის სრულიად ახალ დასაქმების ეკონომიკას.

ამგვარად ეკონომიკა უარს იტყვის რიცხვებით მანიპულირებაზე. ეკონომიკის ცენტრში იქნება ადამიანი, ოჯახი. მისი მიზანი დასაქმება იქნება, ხოლო წარმატების საზომი – მოქალაქეთა კეთილდღეობა. ჩვენ დავიწყეთ და უნდა განვავითაროთ ხელსაყრელი პირობების შექმნა ბიზნესისა და მეწარმეობისათვის. ამ მიმართულებით ვითარდება შეღავათანი სესხების, ბიზნეს-ინკუბატორების პროგრამები. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება; ქვეყნის საწარმოო, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა ჩვენი პრიორიტეტებია.

  1. განათლება და მეცნიერება: განათლების სისტემა წინსვლის სტრატეგიულ, პრაქტიკულ ამოცანებს უნდა დაუკავშირდეს. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი ყველა სფეროს სრულფასვან ფუნქციონირებას პროფესიონალები, სპეციალისტები სჭირდება. ამდენად, განათლებისა და მეცნიერების როლი ფუნდამენტურია. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად მოაწყოს განათლების სახელმწიფო სისტემა. იგი თავად უნდა წარმოადგენდეს განათლებისა და კვლევის პროდუქტების უმთავრეს დამკვეთს. ქართულ აკადემიურ სივრცეში რეალურად უნდა განვახორციელოთ უნივერსიტეტთა ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპები. უნდა შეიქმნას აკადემიური თავისუფლების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები და მექანიზმები.
  2. ჯანდაცვა: ნაბიჯი უნდა გადაიდგას პრევენციულ მედიცინაზე. ბუნებრივია, უმჯობესია ადამიანმა თავი აარიდოს დაავადებას მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ან პრევენციის მეშვეობით, ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს ცხოვრების ჯანსაღი წესის, სპორტის, რეკრეაციის ხელშეწყობის აუცილებლობას.
  3. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ტრადიციების გაძლიერება: ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე, რაც ქვეყნის პოლიტიკური კურსის არსებითმა ცვლილებამ უნდა მოიტანოს და რამაც რეალობად შეიძლება აქციოს განცდა, რომ საქართველო ყველა ჩვენგანის საერთო სახლია, ესაა – მოქალაქეთა სრულუფლებიანი მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. სიტყვა დემოკრატიის მნიშვნელობა ხომ სწორედ ესაა… ამ ხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითმმართველობის, პოლიტიკური ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი.
  4. ადამიანის უფლებები: პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა უპირველესი გარანტია. ჩვენ ერთ რიგში განვიხილავთ ადამიანის უფლებათა ყველა ჯგუფს. პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ეკოლოგიური უფლებები ურთიერთდაკავშირებულია და ურღვევ მთლიანობას წარმოადგენს. ამ უფლებათა თანასწორი დაცვის გარეშე შეუძლებელია ადამიანთა სრულფასოვანი ცხოვრების უზრუნველყოფა. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი უმცირესობათა უფლებებს. თანამედროვე დემოკრატია ნიშნავს უმრავლესობის მმართველობას და ამავე დროს, უმცისრესობის უფლებათა დაცვას. დიდი ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ ზღუდავდეს უმცირესობის უფლებებს. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ამა თუ იმ ნიშნით ადამიანთა დევნა, შევიწროება და დისკრიმინაცია. ამასთანავე, იგი უნდა ქმნიდეს და იცავდეს ადამიანთა სრულფასოვანი, შემოქმედებითი თვითრეალიზაციის პირობებს. ადამიანის უფლებათა დაცვა პრეზიდენტის პოლიტიკური აქტივობის ცენტრში უნდა დადგეს.
  5. სასამართლო: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით  უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე უნფა იქნეს მიყვანილი. სასამართლომ რეპუტაცია უნდა აღიდგინოს. მანკიერი ინერცია საბოლოოდ უნდა დაიძლიოს და სასამართლო უნდა გახდეს არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ – პირველ რიგში, სამართლიანი. მოსამართლეები რეალურად უნდა გათავისუფლდნენ ნებისმიერი სახის კონტროლისგან. ისინი არ უნდა ცნობდნენ სხვა ავტორიტეტს, გარდა კანონისა და სამართლიანობისა. ამ მიზნისთვის, პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები ხელისუფლების სამივე შტოს მონაწილეობით.“

ხსენებული პრიორიტეტებთან ერთად, პროგრამაში ზოგადად მიმოხილულია ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის, სპორტისა და კულტურის სფეროებიც. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პროგრამაში აღწერილია სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოკიდებულობაც.

„საქართველოს ეკლესიის კონსტიტუციით აღიარებული ისტორიული როლის ხაზგასმა საკონსტიტუციო შეთანხმების მეშვეობით მოხდა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ერთგულებას ამ შეთანხმებისადმი. მე ვიქნები მისი დაცვის გარანტი“, – აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

ის ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ იქნება თითოეული ადამიანის უფლებების დაცვისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი. იქნება შუამავალი მთავრობასა და პარლამენტს შორის. პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ: „პოლიტიკური პროცესი დამყარებული იქნება იდეათა ჭიდილზე, დემოკრატიული შეჯიბრებითობის პრინციპზე“. გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას პირდება, რომ დაუღალავად იმუშავებს ქვეყნისთვის საგარეო ინვესტიციების მოზიდვისთვის და ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციისთვის, რაც საბოლოოდ საქართველოს, საერთაშორისო ასპარეზზე, სანდო პარტნიორი ქვეყნის იმიჯით დასრულდება.

 

მოამზადა არჩილ ჯანგირაშვილმა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s