მამუკა მელიქიშვილი

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა მელიქიშვილი, შ.პ.ს. მგმ-ჯგუფის დირექტორია აღნიშნულ თანამდებობაზე იგი 2007 წლიდან იმყოფება.
საპრეზიდენტო პროგრამში ბატონი მამუკა პრიორიტეტს ანიჭებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება მოზარდ თაობაში და სპეციალური საღამოებისა და სამხედრო ლაშქრობების მოწყობა. „ ჩვენთან ამაზე ფაქტიურად არავინ ფიქრობს. ყველა გადასულია თავისუფლებაზე, რომელიც პირდაპირი გაგებით მიიღეს. ჩვენი სულიერი სიმდიდრე არ უნდა დავკარგოთ.“ აცხადებს მამუკა მელიქიშვილი.
ბატონი მამუკა მხოლოდ 13 პუნქტით შემოიფარგლა საკუთარ საპრეზიდენტო პროგრამაში, მასში არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები შეტანილი, როგორებიცაა დასაქმება, მედიისა და სასამართლოს თავისუფლება, და ასევე განათლების რეფორმა.

 

საპრეზიდენტო პროგრამა

1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა, პოლიტიკური სტაბილიზაცია ( რუსებთან, ოსებთან, აფხაზებთან ) ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობების განვითარებით.

2. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისთვის, ყოველთვიური და ყოველწლიური კონპენსაციების გაზრდა.

3. პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება მოზარდ თაობაში, სპეციალური საღამოებისა და სამხედრო ლაშქრობების მოწყობა.

4. შაბათობები: ბუნების გასუფთავება, ხეხილის დარგვა, რთველი და სხვა. ხილისა და ციტრუსების მოკრეფაში დახმარება გლეხისთვის.

5.პენსიების და ხელფასებისგაზრდა.

6.კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

7.სპორტისა და ხელოვნები სყველა სფეროს პრობლემის აღმოფხვრა.

8.სოფლის მეურნეობის გაძლიერება.

9.თავდაცვის გაძლიერება.

10.სოციალურად დაუცველი ოჯახების პროგრამების გადახედვა.

11.ჯანდაცვის სისტემის და სადაზღვეო პოლისების სწორედ მოხმარება.

12.ბიზნეს დეპარტამენტის ჩამოყალიბება. (კონტროლი აქციზებზე)

13.მოსახლეობის ბანკებთან ურთიერთობების მოგვარება.

დაბადების თარიღი:

27 მარტი, 1974

2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე კონსერვატიული პარტიის წევრი

განათლება:

სექ. 1992 – მაი. 1996 – მცირე აკადემია, კვალიფიკაცია – ბიზნესი, საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობები

სამუშაო გამოცდილება:

2007 – დღემდე შ.პ.ს. მგმ-ჯგუფი თანამდებობა: დირექტორი

2012 აპრ.- 2012 ოქტ. – ქართული ოცნების, საბურთალოს რაიონის საორგანიზაციო მობილური ჯგუფის უფროსი

თებ. 2006 – მარ. 2007 – შ.პ.ს. XX საუკუნე, ექსპერტ-კონსულტანტი

ივლ. 2002 – აპრ. 2003 – თბილისის მერია, განათლების განყოფილება , ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სექტორის უფროსი

იან. 2001 – ივლ. 2002 – ი/მ მამუკა ჟორჟოლიანი, კომერციული დირექტორი

ნოე. 1998 – მარ. 2001 – საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ბუღალტერი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s