თეიმურაზ მჟავია

თემურ მჟავია“ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტიის” კანდიდატის თეიმურაზ მჟავიას საპრეზიდენტო პროგრამაში მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების გაყვანა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და წინა რეჟიმებისაგან მემკვიდრეობით დატოვებული მართვის ბოლშევიკური სისტემის დემონტაჟია.

კანდიდატი თვლის, რომ ამ მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია საზოგადოების საერთო ეროვნული თანხმობა და იმის აღიარება , რომ საქართველო ერთიანი, განუყოფელი და სეკულარული სახელმწიფოა, სადაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე განმტკიცებულია საქართველოს სამოციქული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი. პრეზიდენტობის კანდიდატი პროგრამაში ხაზს უსვამს ქართულ-აფხაზური მეგობრობის აღდგენის აუცილებლობას. ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“ კი რუსების მიერ გამოგონილად მიიჩნევს და ოსი ეროვნების მოსახლეობის ინტერესთა რეალიზაციის ოპტიმალურ ორგანიზაციულ ვარიანტად ფუნქციურ ავტონომიას თვლის.

თეიმურაზ მჟავია საპრედიდენტო პროგრამაში შემდეგ საკითხებს გამოყოფს:

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი – დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობა. ასევე  თანამშრომლობა რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციასთან საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. რაც მთავარია ქართული სამოქალაქო ერთობის კონსოლიდაცია ძირითადი იდეის – დეოკუპაციის ირგვლივ.

საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა – საგარეო ურთიერთობების უალტერნატივო მიმართულებად მჟავიას მიაჩნია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.  საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებად კი მიიჩნევს აშშ-სა და ევროკავშირს.

თავდაცვის პოლიტიკა – თავდაცვის ორგანიზაცია ორიენტირებული უნდა იყოს რუსეთიდან წამოსული სამხედრო აგრესიის იმ ვადით შეკავებაზე, რაც აუცილებელი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისა და უპირველეს ყოვლისა, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საჭირო დახმარების აღმოჩენისათვის. თეიმურაზ მჟავია მხარს უჭერს სამხედრო სამსახურის ორ ძირითად რეჟიმს : რეკრუტულს, ანუ აუცილებელ სამხედრო სამსახურსა და თავისუფალ ანუ საკონტაქტო სამსახურს.

უსაფრთხოების პოლიტიკა – ეთანხმება არსებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და ამ დოკუმენტში აღნიშნულ ძირითად  პრინციპებს : სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას; სამხედრო უსაფრთხოებას; ეთნიკურ ჯგუფებს შორის ჰარმნიულ თანაცხოვრებას; სამოქალაქო კეთილდღეობას.

ეკონომიკაპრიორიტეტულად ეკონომიკაში უნდა გამოცხადდეს სოფლის მეურნეობა,  რომლის მიმართ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს პროტექციონისტული პოლიტიკა, ხოლო ამ პოლიტიკის ძირითადი შემადგენელი უნდა გახდეს როგორც მცირე საპროცენტო განაკვეთიანი საშუალო და გრძელვადიანი სესხები, ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მუდმივი მეთოდური დახმარების აღმოჩენა, აგრეთვე რეალური  მხარდაჭერის აღმოჩენა ადგილობრივი სტრუქტურების მხრიდან გლეხური კოოპერაციული მეურნეობების შექმნაში. უპირობოდ უნდა წახალისდეს სოფლის ნობათის გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური მცირე საწარმოების შექმნა, რაც სოფლად დასაქმების პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

დასაქმება – უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ გადაჭრით უნდა თქვას უარი ახლო წარსულის მავნე პრაქტიკაზე, დადოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური დოკუმენტი, სადაც პრიორიტეტად განსაზღვრული იქნება საწარმოო ბიზნესის მაქიმალური მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მოთხოვნას კვალიფიციურ სპეციალისტებზე და სასოფლო- სამეურნეო წარმოების განვითარება.

ჯანდაცვა – ჯანდაცვა სისტემური სფეროა და მისი მეტ-ნაკლებად წარმატებული საქმიანობა სისტემაში გაერთიანებული სეგმენტებისა და უპირველეს ყოვლისა სადაზღვევო კომპანიების კაპიტალიზაციის მაღალი ხარისხით უნდა იყოს უზრინველყოფილი, ხოლო ეს ხარისხი მიიღწევა სადაზღვევო მომსახურებაში მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობით, სადაც განსაკუთრებული აქტუალურობით საშუალო ფენა უნდა გამოირჩეოდეს.

განათლება – უაღრესად  მნიშვნელოვანია პოზიტიური პრაქტიკის გამოყენება  და ასეთად  თეიმურაზ მჟავიას მიაჩნია ფინური განათლების სისტემა, რომლის პოსტულატი ეროვნული და სამოქალაქო ღირსება და სახელმწიფო, როგორც უმაღლესი ფასეულობითი კატეგორიაა და რომელსაც მაღალრეზონანსული შეფასება გააჩნია საერთაშორისო ექპერტთა წრეში. იგი თვლის, რომ საკითხს დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ, მას საფუძვლად ისევ და ისევ სისტემური მიდგომა დასჭირდება.

გადასახადები – არსებული სისტემის ნაცვლად უნდა დაინერგოს დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა, რომელმაც საგადასახადო სივრცე უფრო დინამიური უნდა გახადოს. საშემოსავლო გადასახადის პრინციპები კი ამჟამად არსებული პროპორციულის ნცვლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა იხდის თანაბრად, გადავიდეთ პროგრესულ საშემოსავლო სისტემაზე – რაც მეტია შემოსავალი, მით მეტის საგადასახადო ნიხრი.

ადგილობრივი თვითმმართველობა – ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში უნდა მოეწყოს იმ პრიციპების საფუძველზე და იმ დებულებათა გათვალისწინებით, რაც მოცემულია ევრპულ ქარტიაში თვითმმართველობის შესახებ და რომელსაც საქართველო შეუერთდა 2004 წელს. უნდა ვუზრუნველყოთ ორი პირობა : პირველი ის, რომ თვითმმართველობაზე დელეგირებული ფუნქციები უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო შემოსავლებით და მეორე, სოფელს უნდა ხელმძღვანელობდეს მის მიერ არჩეული მმართველი და არა ის, რომელსაც ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რასაც ადგილი აქვს დღევანდელობის პრაქტიკაში.

უმცირესობათა უფლებები – სექსუალურ უმცირესობათა უფლება განახორციელონ საკუთარი არჩევანის თანაფარდი ქმედებები, რეგლამენტირებულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტით „სექსუალურ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციით“, რომელიც არავის აძლევს უფლებას  უხეშად ჩაერიოს ზემოთმითითებულ არჩევანში. სახელმწიფომ განსხვავებულ ინტერესთა დაბალანსებაში უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა, სხვა მხრივ, მისი აქტიურობა ვერ იქნება გამართლებული, ხოლო რაც შეეხება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფის საკითხს, იგი ნებისმიერი ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული.

გარემოს დაცვა-ეკოლოგია – საქართველოს განათლების სისტემაში გარემოს დაცვა აღიარებულ იქნას სასწავლო დისციპლინად და გარემოსდაცვითი განათლების სწავლება დაინერგოს ყველა დონის სასწავლო დაწესებულებაში. გარემოსდაცვითი განათლება ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ურთიერთპასუხისმგებლობისა და სოლიდარობის განცდის განვითარებას, რაც საფუძველს ჩაუყრის ახალ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ გარემოს კონსერვაციას, მეორეს მხრივ კი მის გაუმჯობესებას.

მოამზადა მარიამ წიწიკაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s