შალვა ნათელაშვილი

77949c7dd481aa3aefdf70bd41e26344ერისა და ბერის წინაშე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ქართველ ხალხათან ერთად ავაშენებ ჭეშმარიტად ეროვნულ-ინტერნაციონალურ, სამართლიან სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლება იქნება თქვენი მსახური და არა მოძალადე. “ – ასე იწყება ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის საარჩევნო პროგრამა, რომელსიც „მეტეხის ვალდებულებით“ არის დასათაურებული. ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე მეორედ მონამწილეობს. თავის საარჩევნო პროგრამაში ის მოკლედ ეხება ყველა სფეროს. საარჩევნო პროგრამას ნათელაშვილი ჰყოფს ქვეთავებად, ვალდებულებებად. სულ ასეთი თემატური ქვეთავი ხუთია:

„ვალდებულება საკონსტიტუციო გარდაქმნის შესახებ“

– დაუყოვნებლივ გავაუქმებ არსებულ საპრეზიდენტო ინსტიტუტს.

– გაუქმდება ის ანტიეროვნული კანონმდებლობა, რომელიც დღეს მოქმედებაშია.

– საკონსტიტუციო რეფორმებისა და ძირითადი კანონმდებლობის მიღება მოხდება უშუალოდ ხალხის მიერ პლებისციტი – რეფერენდუმის გზით. გამგებლების, მერების, მოსამართლეების, პოლიციის უფროსების არჩევა მოხდება ხალხის მიერ პირდაპირი კენჭისყრით, რომელნიც იქნებიან მხოლოდ ხალხისა და კანონის მსახურნი.

– საქართველოს ეყოლება სამართლიანი სასამართლო.

 

„ვალდებულება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა მიმართებით“

–დაუყოვნებლივ გაუქმდება ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლა, შეზღუდვა და ცენზურა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე და მათი განვითარება განხორციელდება სახელმწიფოს მუდმივი ხელშეწყობით.

– კიდევ უფრო გაძლიერდება არასამთავრობო სექტორი, რათა ეფექტურად განხორციელდეს მათი მუდმივი კონტროლი ხელისუფლებაზე.

– გაუქმდება ყველა რეპრესიული კანონი, რომელიც ლახავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

– ჩემს უპირველეს მოვალეობად მიმაჩნია გადაიხედოს ტირანიისა და დიქტატურის წლებში გამოტანილი ყველა განაჩენის კანონიერება და გამოვცე მასშტაბური ამნისტია.

-დაუყოვნებლივ გავათავისუფლებ პოლიტიკურ პატიმრებს.

-სახელისუფლებო სტრუქტურებში გაიზრდება ქალთა პროპორციული წარმომადგენლობა.

-პრინციპული და შეუქცევადი პოლიტიკა გატარდება ოჯახური ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

-სამუდამოდ დასრულდება ეკლესია-მონასტრების ნგრევის, ეროვნული ღირებულებების, ტრადიციებისა და ისტორიული მემკვიდრეობის ხელყოფის არსებული გამანადგურებელი პოლიტიკა.

-ეროვნული ქართული სახელმწიფოს საძირკველი გახდება „ენა, მამული, სარწმუნოების“ უნივერსალური პრინციპები.

– ჩემს ისტორიულ მოვალეობად მიმაჩნია, უპირობოდ აღვასრულო კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას შორის: არ დარჩება არც ერთი თემი, სოფელი, სადაც არ იქნება მოქმედი ეკლესია, ჩვენი სულიერი ძლიერების საფუძველთა-საფუძველი.

-სახელმწიფო იქნება ტრადიციული რელიგიებისა და სხვა კონფესიების მიმართ ტოლერანტობის მუდმივი გარანტი.

 

 „ვალდებულება საგარეო პოლიტიკაში“

– საქართველო ინტენსიურად გააგრძელებს ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. იმავდროულად, დაუყოვნებლივ გაუმჯობესდება ურთიერთობანი რუსეთთან, აღდგება ეკონომიკური, სატრანსპორტო და სხვა კავშირები. გამარტივდება სავიზო რეჟიმი.

 

„ვალდებულება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ“

– დაუყოვნებლივ შეჩერდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საბოლოო დაკარგვის საფრთხე.

– ჩემი ისტორიული ვალდებულებაა აღვადგინო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ყველა დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი დავაბრუნო საკუთარ კერაზე: ყველა პირობა შევქმნა აფხაზ და ოს ხალხთან ერთად მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანაცხოვრებისათვის.

“ვალდებულება სოციალურ – ეკონომიკური პოლიტიკის დარგში“

– ხალხს გამგებლობაში დაუბრუნდება ყველა გაყიდული სტრატეგიული სიმდიდრე წყალი, ტყეები, ჭალები, წიაღისეული, ძირითადი ენერგეტიკული ობიექტები, სკოლები და ბაღები, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო – კვლევითი და შემოქმედებითი ობიექტები – საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

– კერძო საკუთრება ხელშეუხებელი.

– ჩემი მთავარი ვადლებულება არის უმუშევრობის მოსპობა და ხალხის დასაქმება, სამუსაო ადგილების გახსნა საშუალო და წვრილი ბიზნესის განვითარებამ ქარხნების, ფაბრიკების, გადამამუშავებელი მრეწველობის ამუშავება.

– ინვესტიციებისთვის მაქსიმალური ხელშემწყობი გარემოს შექმნა.

– დაუყოვნებლივ აღდგება დეკრეტების, შვებულებების და ბიულეტენების ტარდიციული ინსტიტუტი ყველა კატეგორიის მუშა-მოსამსახურეებისათვის.

– დროებითი უმუშევრებისათვის გაიცემა ღირსეული კომპესაცია.

– შეწყდება უცხოელ მუსა-მიგრანტთა უკანონო შემოყვანა ქვეყანაში.

– მინიმალური ხელფასი და პენსია იქნება საარსებო მინიმუმს ზევით. პენსია გაიცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.

– ოჯახი, როგორც სახელმწიფოს საფუძველი აღიარებული იქნება იურიდიულ პირად და გაიხსნება საბანკო ანგარიში. ახლად დაქორწინებულებისათვის ბიუჯეტიდან გადაირიცხება 2000 ლარი. თითოეული ბავშვის დაბადებისთანავე ოჯახს გადაერიცხება 1000 ლარი.

– გადაუდებელი ოპერაციები, რეანიმაცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაფინანსდება მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან: 14 წლამდე მკურნალობა იქნება უფასო: სამედიცინო პერსონალი აღჭურვილი იქნება პრივილეგიებითა და სოციალური გარანტიებით: ყველა რეგიონში გაიხსნება უფასო მუნიციპალური საავადმყოფო.  – სასწრაფოდ განახევრდება ტარიფები ელექტოენერგიაზე, გაზზე, ტრასპორტზე, სატელეფონო კავშირებზე და სხვა კომუნალურ გადასახედებზე.

– დაუყოვნებლივ გაუქმდება ყოველგვარი კოლექტიური მრიცხველები.

– საერთოდ გაუქმდება კაბალური გადასახადი წყალზე, სარწყავზე, ხეხილზე, პურუტყვზე, ტყითსარგებლობაზე, საცხოვრებელ ფართზე, მიწათსარგებლობაზე და წვრილი ბიზნესის სფეროში.

– გაუქმდება სალარო საკონტროლო აპარატები ბაზრობებზე, წვრილი ბიზნესის სფეროში შემოღებული იქნება ფიქსირებული გადასახადი.

– დაუყოვნებლივ აღდგება ასი-ათასობით სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილი მოქალაქე და აუნაზღაურდებათ განაცდური.

– ვიღებ ვალდებულებას ჩვენი სახელოვანი ვეტერანების წინაშე და მათ მიმართ დაუყოვნებლივ განვახორციელებ ყველა ტიპის სოცილაურ დახმარებასა და შერავათებს.

– გადაუდებლად აღვადგენ სოცილაურ დახმარებასა და შეღავათებს რეპრესირებულთა ოჯახების მიმართ.

– სახელმწიფო აპარატში მომუშავე ყველა მუშაკს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი, ხელისუფლების ცვლის მიუხედავად.

– გადაუდებლად დაიწყება ანაბრების გაცემა ეტაპობრივად. პრინციპით – უფროსი ასაკიდან და ქვემოთ სამართლიანი კურსით (ბანკში ანაბრის შეტანის მომენტისთვის დაფიქსირებული კურსით აშშ დოლართან).

– დაუყოვნებლივ დაიწყება გაჩანაგებული სოფლის აღორძინება.

– ყველგან გაიხსნება სტრატეგიული პროდუქციის ყურძნის, ხილის, ციტრუსის, ცაის, ხორცპროდუქტების დამამზადებელი პუნქტები სახელმწიფო დაფინანსებით და გარანტიებითმ ყველა რაიონი დაკომპლექტდება მანქანა ტრაქტორთა სადგურებით, რომლებიც უფასოდ მოემსახურებიან გაჭირვებულ გლეხობას.

– ფერმერებს მიეცემათ უპროცენტო გრძელვადიანი კრედიტი.

– დაწესდება ზღვრული ფასები პირველადი მოთხოვნილების საქონელზე, როგორიცაა ფქვილი, პური, შაქარი, მარილი, ზეთი და სხვა.

– ადამიანი ჩასახვიდან და დაბადებიდან იქნება სახელმწიფოს მთავარი ზრუნვის ობიექტი, მშობიარობა, საბავშვო ბაგა-ბაღი, საშუალო, უმაღლესი, სამეცნიერო გამნათლება იქნება დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

– მასწავლებლის ხელფასი გაიტოლდება მოსამართლის ანაზრაურებას.

– თავის ავტონომიურ უფლებებში სრულად აღდგება უნივერსიტეტები, ინსტიტუტები, მეცნიერებატა აკადემია, მისი სამეცნიერო კლვევითი უწყებები.

– სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკა დაეფუძნება ეროვნული მეცნიერების, კულტურის, სპორტის განვითარებას და არა ჩვენი ხალხის, ახალგაზრდობის გადაქცევას მოსამსახურე და მოჯამაგირეთა პერსონალად.

– უცხოეთში წასული თითოეული ქართველი იქნება სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი, როგორც საზღვარგარეთ, ასევე, აქ დარჩენილი მისი ოჯახისა და საკუთრების მიმართ.

 .

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s