მიხეილ (გელა) სალუაშვილი

mixeil gela,,აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“

27.10.2013 =  2 + 7 + 1 + 0 + 2 + 0 + 1 + 3 = 16

16 ამ  არითმეტიკული ოპერაციის საბოლოო შედეგია, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატ-მიხეილ (გელა) სალუაშვილისთვის, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია,  ერთიანისა და ექვსიანის კომბინაცია გაცილებით უფრო რთულ და მისტიკურ მოვლენებთანაა დაკავშირებული. ,,ქართულ ასომთავრულში – „უ“ ერთადერთი ასო-ნიშანია, რომელიც ორი ასო-ნიშნის: „ო“-სა და „ჳ“-ეს ერთებით იწერება, ანუ: „ოჳ“ = „უ“. ამით, კოდირებულად მიგვენიშნება: უფლის – ორ, ანუ მის – პირველ ო და მეორე ჳ მოსვლაზე.

სულხან-საბას „ლექსიკონი ქართული“-ს მიხედვით: „ო~ ქარაგმით ითქმის:  უ ფ ა ლ ო“ [ტ. 1, გვ. 599]. და მართლაც: ქართულ ხატწერებში დატანილი – „ო“,  ყოველთვის – „უფალო”-ს „ოჳფალო“ აღმნიშვნელია.

40 ნიშნიან ქართულ ანბანში ასო-ნიშან: „ო“-ს რიგითი ნომერი გახლავთ – 16. ამდენად, რიცხვი – 16 , როგორც ასო-ნიშან „ო“-ს რიგითი ნომერი კოდირებულად – „უფალო“-ზე „ოჳფალო“ მიგვანიშნებს“- ამ ინფორმაციას თითოეული თქვენგანიც ძალიან მარტივად, ,,სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა უფალია ჩვენი სიმართლეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.ufali.ge -ზე იპოვნით.

ციფრებთან მჭიდრო კავშირი მიხეილ (გელა) სალუაშვილისთვის უცხო არ არის, თუმცა ამ თემის გავრცობაზე გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი მისი წინასაარჩევნო პროგრამა და კამპანიაა.

მიხეილ–გელა სალუაშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი  პირველი  კანდიდატია, რომელმაც რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურები ყველაზე სწრაფად მოაგვარა  და საარჩევნო სუბიექტად პირველი დარეგისტრირდა.

,,ჩვენ როდესაც ეკლესიაში შევდივართ და უზენაეს ძალას ვთხოვთ დახმარებას ცხოვრებისეულ პრობლემებთან დაკავშირებით, არავინ ველით, რომ ეკლესიაში რომელიმე მოძღვარი რაიმე ეკონომიკურ დახმარებას აღმოგვიჩენს. საკმარისია ადამიანმა სულიერ სფეროში მოაგვაროს თავისი საქმიანობა, გაასწოროს ხაზი, მოინანიოს, რაც მოსანანიებელი აქვს და შემდეგ მას ემართება ხელი. პოლიტიკური სისტემის მოწესრიგება თავისთავად განაპირობებს ეკონომიკური საკითხებისა და პრობლემების მოგვარებას. როდესაც ჩვენ ღმერთის ნებაზე ვიქნებით მინდობილი, არა, ვთქვათ, დეკლარირებული ხასიათით, არამედ მისი შინაარსიდან გამომდინარე, უკუგებაც შესაბამისი იქნება”, – აცხადებს მიხეილ (გელა) სალუაშვილი ჩვენთან საუბრისას.

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პოლიტიკურ ასპარეზზე საქმიანობის მთავარი მიზანი სწორედ ამაში მდგომარეობს – ხელი შეუწყოს თეოკრატიის პრინციპების დამკვიდრებას, რაც ითვალისწინებს ღმერთის ღია მმართველობის, ანუ მეორედ მოსვლის შემდეგ უფალ იესო ქრისტეს მეუფების დამყარებას.

საპრეზიდენტო  პროგრამის სრული სახელი „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველოა“, ის ორი ნაწილისაგან შედგება:

  • ეროვნულ-რელიგიური
  • ეროვნულ-პოლიტიკური.

“ეროვნულრელიგიური ნაწილი დამყარებულია საქართველოს სულიერ მისიაზე, ანუ მასში გაანალიზებულია ჩვენი როლი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში. ერთ-ერთ უდიდეს ქართულ ძეგლში – “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, განსაზღვრულია ქართული ენის მისია. ამიტომ ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა სწორედ იმ პრინციპების გამომზეურებას ემყარება, რასაც საქართველოს სულიერი მისიის არსი შეიცავს ბოლო ჟამთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს მიხეილ (გელა) სალუაშვილი.

რელიგიასთან მჭიდრო კავშირი საპრეზიდენტო კანდიდატის  პროგრამაშიც ნათლად ჩანს. მთავარი მომენტები და ასპექტები 9 პუნქტადაა ჩამოყალიბებული.

  1. გამოსწორების პირველი ნაბიჯად პრეზიდენტობის კანდიდატს  „საქართველოს სახელმწიფოებრივი სამართალმემკვიდრეობის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ შექმნა ესახება.
  2. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისათვის საჭირო საკითხების მოსამზადებელი კომისიის არსებობა მეორე აუცილებელი მოთხოვნაა“
  3. ასევე უნდა შეიქმნას „საქართველოში სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებული საკითხების მოსამზადებელი კომისია“
  4. „საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა და ქვეყნის სამხარეო დაყოფასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებელი კომისია“.
  5. „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მმართველობითი ფორმის საკითხების შემსწავლელი (დამდგენი) კომისია“.
  6. „საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხების შემსწავლელი კომისია“.
  7.  „საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის: „კავკასია – მშვიდობის სახლის” შექმნის მიზანშეწონილობის საკითხების შემსწავლელი კომისია“.
  8. „აფხაზეთის ავტონომიასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების შემსწავლელი კომისია“.
  9. „საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხების შემსწავლელი კომისია“.

თითოეული ეს პუნქტი დეტალურად არის გაწერილი კანდიდატის  საპრეზიდენტო პროგრამაში „უფლის სახელით გაბრწყინებული საქართველო“.

შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სალუაშვილისთვის მნიშვნელოვანია წარსული შეცდომების განხილვა-გაანალიზება და, შეძლებისდაგვარად, მისი მოგვარება. ,,უკვე ოცი წელია – დაბინძურებული სათავიდან მომდინარე წყაროს წყალი, ქართველ ერს საწამლავად აქვს ქცეული. სათავე აუცილებლად უნდა გაიწმინდოს, გამრუდებული სამართლი უნდა გასწორდეს“- ვკითხულობთ www.ufali.ge -ზე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s