გიორგი თარგამაძე

თარგამაძეერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა და საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე ზრდა, – ეს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის  გიორგი თარგამაძის ძირითადი პრიორიტეტებია.

„საქართველო საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის დასავლური ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და ჩვენ სიახლეებისათვის ყოველთვის ღია ვიყავით, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ თუ რა უნდა მიეღოთ, რომელი იყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება და რომელ მანკიერებაზე უნდა ეთქვათ უარი. უამრავი ადამიანი ენთუზიაზმით შემოუერთდა ამ საერთო, ეროვნულ კამპანიას, რასაც ქვეყანაში ტრადიციული ოჯახური ინსტიტუტის გაძლიერება ქვია“- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

1. წესრიგი ოჯახსა და სახელმწიფოში უნდა იყოს პრეზიდენტის უმთავრესი პრიორიტეტები. ეროვნული თვითმყოფადობის და ძლიერი ოჯახური ტრადიციების დაცვა და გამყარება, მათ შორის კონსტიტუციურ დონეზე, უზრუნველყოფილი იქნება იმ ხელმოწერების რეალიზაციით, რომლის საბოლოო შედეგიც იქნება საკონსტიტუციო ცვლილება ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ.

2.  საარსებო მინიმუმი 250 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.  “არსებული  საარსებო მინიმუმი  ეს არის ყველაზე დიდი სახელმწიფო აფიორა , ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი სოციალურ სფეროში-განაცხადა გიორგი თარგამაძემ. ქრისტიან-დემოკრატებს რამდენიმე წელია აქვთ კონკრეტული გეგმა, როგორ აღმოფხვრან სიღარიბე ქვეყანაში, რაც პირველ რიგში სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ხელშეწყობას უკავშირდება.
სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რადგან სწორედ ამ სფეროებშია მოსახლეობის დასაქმების ყველაზე დიდი რესურსი. სახელმწიფომ უნდა გადაგას ორი კონკრეტული ნაბიჯი: პირველი ეს არის საგადასახადო შეღავათების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის ფეხზე მყარად დადგომას, გაძლიერებას, გაფართოებას და სამუშაო ადგილების შექმნას. მეორე ნაბიჯია სახელმწიფოს აქტიური სატარიფო პოლიტიკა. სახელმწიფომ უნდა მოახდინოს გამოსყიდვის გზით მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების ნაციონალიზაცია, რაც ტარიფების გაიაფების შესაძლებლობას მოგვცემს და ამის შედეგად მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ წარმოებული ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის.

3.საქართველოს რეგიონებში მდგომარეობის საფუძვლიანად გამოსწორება: ერთადერთი გზა გადის ქრისტიან-დემოკრატების წინადადებათა კომპლექსზე, რომელიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პერსპექტიული დარგების სახელმწიფოს მხრიდან კრედიტების და მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების სქემას ეფუძვნება. დამწყები ბიზნესმენებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას. შედეგად შეღავათიანი სატარიფო პოლიტიკის შემთხვევაში მოხდება მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა, რაც აისახება როგორც პროდიუქციის ფასსა და კონკურენტუნარიანობაზე, ასევე განვითარდება ადგილობრივი საწარმოები საქართველოს რეგიონებში და შეიქმნება სტაბილური სამუშაო ადგილები.

4. ახალგაზრდებისთვის მთავარ პრობლემად რჩება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა,  სახელმწიფომ რესურსების მობილიზება სწორედ განათლების სფეროში უნდა მოახდინოს, რადგან განათლებული თაობა არის საწინდარი სიღარიბის დაძლევის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების.

5.  საგარეო კურსი-მნიშვნელოვანია ის რომ ქართველმა ხალხმა რეფერენდუმზე გამოხატული ნებით და საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა. ჩვენ სიმართლით,  სარწმუნოებაში სიმტკიცით, ერთსულოვნებითა და  შრომით გამოვალთ ამ მდგომარეობიდან და გავხდებით ევროპული სახელმწიფო.

„პარლამენტში ყოფნის დროს ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი საარსებო მინიმუმის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინდელმა მთავრობამ და უმრავლესობამ უარი გვითხრეს კანონპროექტის მიღებაზე. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამაც უარი განაცხადა ჩვენი წინადადების განხილვაზე. ახალ მთავრობას არაფერი არ მოსწონს ნაციონალური მოძრაობის, მხოლოდ საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესი მოეწონა და ჯიუტად დგას ამ წესზე. დღევანდელ კონფერენციაზე, საექსპერტო საზოგადოების მონაწილეობით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 250 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს“–აცხადებს გიორგი თარგამაძე.

საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში დასარეგისტრირებლად ქრისტიან–დემოკრატებმა მოქალაქეთა 30000-ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს და ექსპერტებთან საბოლოო კონსულტაციების გავლის შემდეგ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში წარადგენენ.

 

მოამზადა მარიამ ფარეშაშვილმა.

One thought on “გიორგი თარგამაძე

  1. საკონსტიტუციო ცვლილება ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ ყველაზე მთავარი პრიორიტეტია? გიორგი, ორი აგური, ორი აგურიი

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s