ლექტორები

თამარ გურჩიანითამარ გურჩიანი – “სამოქალაქო საზოგადოება – ლიბერალიზმის განვითარების ერთ-ერთი პირობა”

თამარ გურჩიანი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე,  მაგისტრის ხარისხი მიიღო უილიამ და მერის კოლეჯის სამართლის სკოლაში (ვირჯინიის შტატი, აშშ). წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ტრენერის, კონსულტანტისა და ექსპერტის რანგში ეუთოსთან, ევროსაბჭოსთან, მსოფლიო ბანკთან და ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოსთან.

 

ექციის ჩანაწერი

ზვიად ქორიძეზვიად ქორიძე – ლექციათა ციკლი  “საუბრები ილიაზე”

ზვიად ქორიძე ჟურნალისტიკის სფეროში 1989 წლიდან მოღვაწეობს. წლების განმავლობაში იყო რამდენიმე გაზეთის რედაქტორი და დამფუძნებელი, რამდენიმე ქართული ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და კონსულტანტი.

არის რამდენიმე კვლევის ავტორი, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი საბჭოს წევრი, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმოამდგენლობის მოწვეული ექსპერტი, BBC WST-სა და სტუდია “რეს” ერთობლივი პროექტის ტრენერი, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიურ უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.არის რადიო “უცნობის” წამყვანი და სტუდია “რეს” პროდიუსერი. 2011 წლიდან არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ის ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობა ქარტიის საბჭოს, როგორც მისი თავმჯდომარე.

ლექციის ჩანაწერები    ნაწილი 1   ნაწილი 2 ნაწილი 3  ნაწილი 4

გიორგი მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძე – “არჩევანის თავისუფლება”, “თავისუფლება და პასუხისმგებლობა”

გიორგი მშვენიერაძე არის არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” გამგეობის წევრი.  სხვადასხვა დროს იყო ევროკავშირის პროექტის – „სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება“, საჯარო სამართლის ექსპერტი. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მთავარი მრჩეველი,  გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის  „სახალხო დაცველის აპარატის გაძლიერება“, სამართლის ექსპერტი და სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი

ლექციის ჩანაწერი ნაწილი 1 ნაწილი 2

 

ირაკლი ვაჭარაძეირაკლი ვაჭარაძე – “ჰომოფობიის სოციალური საფუძვლები”

ლგბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” აღმასრულებელი დირექტორი

ლექციის ჩანაწერი

 

 

 

 

ვახუშტი მენაბდე ვახუშტი მენაბდე – სიძულვილის ენა – გამოხატვის თავისუფლების ზღვარი

ვახუშტი მენაბდე სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდულ ასოციაციაში (2005-2006), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში (2008-2010) და საია-ში (2010-2013). იყო წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში, აგრეთვე აქვს პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ანტიკორუფციულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება.

ლექციის ჩანაწერი

 

 

ნათია კაპანაძენათია კაპანაძე – “გამოხატვის თავისუფლება – პრივილეგიები და შეზღუდვები მედიისათვის”

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) იურისტი ნათია კაპანაძე ხელმძღვანელობდა საიასთან არსებულ “მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს”. არაერთ სასამართლო პროცესზე იცავდა მედიასაშულებების თუ ჟურნალისტების ინტერესებს

ლექციის ჩანაწერი    

 

 

 

ლევან ღამბაშიძე

ლევან ღამბაშიძე – იდენტობა და სახელმწიფოებრიობა

ლევან ღამბაშიძე ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტია, კითხულობსლექციიებს ამავე უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში. გაიარა მაგისტრატურა ფილოსოფიაში ერაზმუს მუნდუსის პროგრამით, ლუქსემბურგში, პრაღასა და ბოხუმში, მანამდე კი დაამთავრა ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ლექციის ჩანაწერი  

 

 

ბაქარ ბერეკაშვილი

ბაქარ ბერეკაშვილი – იდეოლოგიის ძალა ნეოლიბერალური დისკურსის მატრიცაში

ბაქარ ბერეკაშვილი  არის ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი. იგი ფლობს ბაკალავრის ხარისხს პოლიტოლოგის სპეციალობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხს საზოგადოებისა და პოლიტიკის მცოდნეობაში ლანკასტერის

უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი). სხვადასხვა დროს სწავლობდა პოლიტოლოგიას, ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებს სლოვენიაში, ავსტრიასა და პოლონეთში. აკადემიურ სფეროში მუშაობს შემდეგ საკითხებზე: იდეოლოგიების როლი და ადგილი თანამედროვე წესრიგის პირობებში, ლიბერალიზმის კრიზისი, პოლიტიკური რადიკალიზმი, კლასი და კლასობრივი ცნობიერება, რევოლუცია, სახელმწიფო, პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატია და მოდერნიზაცია.

ლექციის ჩანაწერი

ბექა მინდიაშილი

ბექა მინდიაშვილი – ტოლერანტობის იდეალი

თეოლოგი,  სახალხო დამცველთან არსებული “ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი

ლექციის ჩანაწერი

 

 

 

 

ლევან ბერძენიშვილი ლევან ბერძენიშვილი – პიროვნების ჩამოყალიბების მამარდაშვილისეული კონცეფცია

ლევან ბერძენიშვილმა 1977 წელს დაამთავრა  თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობა.  1990 წელს დაიცვა დისერტაცია  არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის რედაქტორად, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიის შესახებ, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს.1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” .2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამჟამად არის “საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის” სრული პროფესორი, “კავკასიის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი და  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ლექციის ჩანაწერი ნაწილი 1,   ნაწილი 2 

შოთა ხინჩაგაშვილი

შოთა ხინჩაგაშვილი – სტატიზმი, ნაციონალიზმი და სამოქალაქო აქტივიზმი

შოთა ხინჩაგაშვილი ნაციონალიზმის კვლევების სპეციალისტია. მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ედინბურგის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად მუშაობს მეხსიერების პოლიტიკაზე. არის ტრენერი ისეთ საკთხებში როგორიცაა გენდერული ძალადობა, სოციალური მედია. იყო მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში.

ლექციის ჩანაწერი  

 

 

თორნიკე გურული

თორნიკე გურული – კულტურათაშორისი კომუნიკაცია ლიბერალიზმის ჭრილში

თორნიკე გურული განათლებით პიარისა და მედიაკომუნიკაციის სპეციალისტია. დაამთავრა ქემნიცის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (გერმანია)

მედიაკომუნიკაციის სპეციალობა.2003 წლიდან არის ბოშის ფონდის პროგრამის თეოდორ ჰოისის კოლეგიის საერთაშორისო ტრენერი, რომელშიც მან სამწლიანი საერთაშორისო ტრენერების მომზადების პროგრამა გაირა. ჩატარებული აქვს ტრენინგები გერმანიაში, ავსტრიაში, ლატვიაში, პოლონეთში, რუსეთში, უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. თორნიკე გურული მუშაობს საქართველოს ბანკში და არის GIPA-ს ლექტორი.

ლექციის ჩანაწერი

გოგი გვახარია

გოგი გვახარია – ქართული ელიტები და მანიპულაცია

გოგი გვახარია ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი და კრიტიკოსია. არის “რადიო თავისუფლების” კულტურის კორესპონდენტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. მიჰყავს რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი გადაცემა „წითელი ზონა“.

ლექციის ჩანაწერი ნაწილი 1  ნაწილი 2 

 

 

გიორგი თაბაგარი

გიორგი თაბაგარი – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა: დემოკრატია და ადამიანის უფლებები

გიორგი თაბაგარმა მაგისტრის ხარისხი მიიღო ევროპის კოლეჯში (ბრიუგე, ბელგია) ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს სწავლობდა ევროპისმცოდნეობას ტალინისა და ტამპერეს უნივერსიტეტებში. ასევე გაიარა ერთწლიანი პროგრამა ესტონეთის დიპლომატიის სკოლაში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის განხრით.

სპეციალიზებულია ევროკავშირის გაფართოებაზე, სამეზობლო პოლიტიკასა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე.

ლექციის ჩანაწერი

ეკა აღდგომელაშვილი ეკა აღდგომელაშვილი – სქესი, გენდერი, მედია

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) აღმასრულებელი დირექტორია. არის ფონდ „ინკლუზივის“ დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ქალთა პროგრამების ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე, „საქმიანი საქართველოს“ საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი. მუშაობს ლბ ქალთა საკითხებზე, აგრეთვე აკვირდება სიძულვილის ენის გამოყენებას ქართულ მედიაში.

ლექციის ჩანაწერი

 

ლევან გიგინეიშვილი

ლევან გიგინეიშვილი- პიროვნების თავისუფლება ქართულ ლიტერატურაში

ლევან გიგინეიშვილს ბაკალავრის ხარისხი ფილოლოგიაში მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიაში კი -ლიუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბელგია). მაგისტრატურა ლუვენის უნოვერსიტეტის გარდა ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტსა (ბუდაპეშტი, უნგრეთი) და ჰარვარდის უმაღლესი განათლების სკოლაში გაიარა.

მისი სადოქტორო დისერტაცია „იოანე პეტრიწის პლატონური თეოლოგია“ შემდგომში მონოგრაფიად გარდაიქმნა (გამოიცა 2007 წელს Gorgias Press-ის მიერ). ლევან გიგინეიშვილი მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი და ნეოპლატონურ კვლევებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეა.

ამჟამად ის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ფილოსოფიისა და ქართული ლიტერატურის პედაგოგია.

ლექციის ჩანაწერი – ნაწილი 1 ნაწილი 2  

გიორგი მაისურაძე

გიორგი მაისურაძე – თანაარსებობა და მისი შიში

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე უკვე ათ წელზე მეტია ბერლინში ცხოვრობს. ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევით ცენტრში მუშაობს და ლექციებს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში კითხულობს.

გამოცემული აქვს წიგნები “KILL თბილისი”, “მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული”, “დაკარგული კონტექსტები”, “ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები”.

გიორგი მაისურაძე 2013 წელს ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” წიგნისთვის “დაკარგული კონტექსტები”, იგივე ნომინაციაში მან 2012 წელსაც გაიმარჯვა “ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯების” შექმნისთვის

ლექციის ჩანაწერი

1376612_218094575033778_168146282_n

გიგა ზედანია – რა არის ფუნდამეტალიზმი? ფილოსოფოსი გიგა ზედანია ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორია.  ხელმძღვანელობს მოდერნულობის გენეალოგიის ინსტიტუტს.

ლექციის ჩანაწერი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s